არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ისრაელის პრეზიდენტი ილია მეორეს - თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში
20:30 03-01-2018
ისრაელის პრეზიდენტი ილია მეორეს - თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ულოცავს. ისრაელის პრეზიდენტმა პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელიც საპატრიარქომ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

”ისრაელის სახელმწიფოს სახელით, პატივი მაქვს, მივულოცოთ თქვენს აღმატებულებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მოღვაწეობის მეორმოცე წლის იუბილე. ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში, რაც დამახასიათებელია თქვენი ერისთვის.

ჩვენს ორ ერს შორის ურთიერთობები ითვლის 2600 წელზე მეტს. ებრაელი ერის წევრები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ თქვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში, ინაწილებდნენ რა თბილ ძმურ ურთიერთობას ქართველ ხალხთან ერთად. მრავალ საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, ვინც დაბრუნდა თავის ისტორიულ ებრაულ სამშობლოში და გახდა ისრაელის მოქალაქე, ახლა შეუძლია იმსახუროს როგორც მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების მაკავშირებელმა ხიდმა ჩვენს ორ ერს შორის.

მე თბილად ვიხსენებ ჩემს ოფიციალურ ვიზიტს თბილისში ამ წლის იანვარში. ისრაელსა და საქართველოს აქვთ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და მჯერა, რომ ამ ვიზიტმა ხელი შეუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. მჯერა, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ამ მეგობრობის გასაძლიერებლად. მოველი, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კეთილი ურთიერთობები მომავალში გაფართოვდება.

იერუსალიმიდან, ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქიდან, რომელიც წმინდაა ებრაელთათვის და ყველა ქრისტიანისთვის, ნება მომეცით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულთბილი სალამი და კეთილი სურვილები თქვენ, თქვენო აღმატებულებავ და საქართველოს მთელ ხალხს ახალი 2018 წლისთვის”, - ნათქვამია რივლინის წერილში.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის
 რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს,
 „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის
 დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე - ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღიად
 ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის
 თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.
 ხვალ წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას, მამა დავითობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით
 ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს
ქართველმა ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს. ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ
 თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
 კახა კალაძე - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია რამდენიმე დღეში გვეყოლება
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ საერთაშორისო კომპანიის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის