არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს
22:14 03-01-2018
მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, მართვის მოწმობები დროულად შეცვალონ.

როგორც მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო სამსახურის უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, მართვის მოწმობების შეცვლის ვადის გადაწევა განაპირობა იმან, რომ მოქალაქეებმა ბოლო დღეების განმავლობაში მოინდომეს მართვის მოწმობების შეცვლა, რამაც რიგები გამოიწვია და დროში ვერ ესწრებოდა.

”2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის პროცესი უნდა გაგრძელებულიყო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე. ჩვენს მიერ წარმოებული აქტიური კამპანიის მიუხედავად, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა ბოლო დღემდე მოეტანა ეს პროცესი და ბოლო დღეს შეეცვალა მართვის მოწმობა. ამან გამოიწვია დიდი რიგები მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და ამის გამო ვერ მოხერხდა ყველასთვის მართვის მოწმობის შეცვლა 1-ელ იანვრამდე. შესაბამისად, გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ვადა გაგრძელებულიყო და აღნიშნულ ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1-ელი აპრილი. მოვუწოდებ ყველას, მოვიდნენ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და შეცვალონ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები. შეცვლის პროცედურა მარტივია - წარმოადგენთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, მართვის მოწმობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და საფასურის გადახდის ქვითარს. კარგი იქნება თუ ისევ ბოლო დღემდე არ მივა ეს პროცესი. დაახლოებით, ჯერ კიდევ 80 000 მართვის მოწმობაა შესაცვლელი”, - განაცხადა მაკასარაშვილმა.


მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს





PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელმა ხათუნა თოთლაძეს აკრედიტაციის სიგელი გადასცა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელთან, კაუპო კანდთან შეხვედრა გამართა.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები დაამტკიცა.
რიმა ბერაძე - ოპონენტები ციფრებზე აპელირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა,
დიმიტრი ქუმსიშვილი - კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება ენერგეტიკის დარგის სამომავლო განვითარებისათვის მნიშვნელოვანია
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის
დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
”ქართული ოცნების” დეპუტატი ოთარ გრიგოლია - ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია არ გვაქვს
ჩვენი ეკონომიკა იზრდება და ამ მიმართულებით არავითარი სტაგნაცია არ გვაქვს, - ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს სხდომაზე,
ელჩი იოსებ ნანობაშვილი - სერბეთის პატრიარქმა დამარწმუნა, რომ მას ანატოლი ბიბილოვი წარუდგინეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს და მისთვის უცნობი იყო წარდგენილი პირის ვინაობა
სერბეთის საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ სერბეთის პატრიარქს ანატოლი ბიბილოვი ერთ-ერთი შეხვედრის დროს წარუდგინეს და მისი ვინაობა
ვახტანგ შაქარიშვილი - მმართველი გუნდი ოპოზიციის ტყუილებს ამომწურავ პასუხს გასცემს
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებებს, რომ დედაქალაქის მერიაში თანამდებობრივი სარგოს მატება იგეგმება,
მამუკა ბახტაძე Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.