არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ეკონომიკის სამინისტრო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად შესაბამის ცენტრში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
11:42 04-01-2018
ეკონომიკის სამინისტრო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად შესაბამის ცენტრში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა ვებ-გვერდზე დარეგისტრირებით არის შესაძლებელი, - აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო მფლობელს, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.pti.ge მეშვეობით. აღნიშნულ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად.

ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს.
ავტოსატრანსპორტო მფლობელს, ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან. ვიზიტის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებითაც.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, 2018 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს ცხელი ხაზი - „1484“ ამოქმედდა. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის
 რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს,
 „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის
 დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე - ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღიად
 ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის
 თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.
 ხვალ წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას, მამა დავითობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით
 ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს
ქართველმა ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს. ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ
 თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
 კახა კალაძე - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია რამდენიმე დღეში გვეყოლება
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ საერთაშორისო კომპანიის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის