არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს
11:37 12-01-2018
ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას.

”საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს მეწარმეებისთვის იმ მასშტაბური რეფორმის აღსრულებას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ გასულ წელს ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრის დროს. ამავე დროს, ეს რეფორმა განვიხილეთ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს საქართველოს პარლამენტში და ეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას, რაც წარმოადგენს ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ამოცანას. გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას სჭირდება ორი კვარტალი, ამის შემდგომ აუცილებელია პერიოდი მისი დანერგვისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად მომდევნო კვირის ორშაბათიდან დავიწყოთ დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნება ქართველი მეწარმეებისთვის. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, რომ ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობები და დადებითი შედეგები. ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას და აკმაყოფილებენ ყველა ძირითად კრიტერიუმს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს 5 დღიან ვადაში დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას, ხოლო ის კომპანიები, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო დრო სჭირდებათ, რომ აღნიშნული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ 14-დღიან ვადაში დაუბრუნოს დღგ-ს ზედმეტობის ის ოდენობა, რაც მათ ობიექტურად ეკუთვნით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ ბიზნესს დამატებით არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ასე რომ, მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ მეწარმეებს და მივულოცო აღნიშნული რეფორმის დაწყება და მოვუწოდო მათ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის ამოქმედების პროცესში მომავალი კვირიდან”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს,
 „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის
 დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე - ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღიად
 ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის
 თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.
 ხვალ წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას, მამა დავითობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით
 ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს
ქართველმა ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს. ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ
 თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
 კახა კალაძე - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია რამდენიმე დღეში გვეყოლება
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ საერთაშორისო კომპანიის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის
"ბასიანის" დამფუძნებლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად, კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის
კლუბ "ბასიანის" დამფუძნებლების თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად, კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის.