არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
მამუკა ბახტაძე - უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის
12:38 12-01-2018
მამუკა ბახტაძე - უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გასული წლის ბოლოს შევხვდით აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს, სადაც ჩვენ მათ დავპირდით, რომ 2018 წელს მათ არ ექნებათ ხარჯი და სახელმწიფო გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით დაფინანსებას. გიდასტურებთ, რომ წელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ამ ხარჯის გაღებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ პროექტმა გაამართლა და ამას ადასტურებენ სექტორის წარმომადგენლებიც.

„ეს არის უპირველესად თვითონ კომპანიებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. მათ აქვთ საშუალება მოახდინონ უკეთესი დაგეგმვა თავიანთი წარმოების და ეს რეფორმა იყო წარმატებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც არაალკოჰოლური სასმელების მარკირება სავალდებულო გახდა. მარკირების ღირებულებას სახელმწიფო იხდის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი TiKA-ს კოორდინატორს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის,
მეფუტკრეობის კოოპერატივებთან მორიგი შეხვედრა ბოლნისში ჩატარდა
სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქალაქ ბოლნისში ქვემო ქართლში მოქმედ
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას
„ელიტ ელექტრონიქსი" - 2017 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო, როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით
2017 წელი „ელიტ ელექტრონიქსისთვის" წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
სემეკ-ის წევრი - თუ კომპანიები „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან
იმ შემთხვევაში თუ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს კომპანიები არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან.
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 15 მარტამდე ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება,
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება. როგორც ბათუმის ”დინამოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.