არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
მოქალაქეები ყველაზე ხშირად სიგარეტის ნამწვის, პოლიეთილენის პარკის და მსგავსი ნარჩენების გადაგდების გამო დაჯარიმდნენ
14:39 12-01-2018
მოქალაქეები ყველაზე ხშირად სიგარეტის ნამწვის, პოლიეთილენის პარკის და მსგავსი ნარჩენების გადაგდების გამო დაჯარიმდნენ "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, სანქციების ამოქმედების დღიდან -2017 წლის 20 აპრილიდან დღემდე ქვეითი ინსპექტორების მიერ გარემოს დაბინძურებისთვის 3 940 საჯარიმო ოქმი დაიწერა. შესაბამისი ინფორმაცია ”თბილსერვის ჯგუფიდან” kvirispalitra.ge-მ გამოითხოვა. 3 940 სამართალდამრღვევი პირიდან 1338 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ჯარიმებით შემოსული თანხის ოდენობა ჯამში 387 840 ლარით განისაზღვრა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისში ბოლო სამი თვის განმავლობაში შედგენილია 1 217 საჯარიმო ოქმი. 1 217 სამართალდამრღვევი პირიდან 1084 ქართველი, 133 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჯარიმებისთვის გადახდილი თანხა 114 000 ლარია. საჯარიმო ოქმები ძირითადად, შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალურ ნარჩენზე (მოქალაქეები ყველაზე ხშირად სიგარეტის ნამწვის, პოლიეთილენის პარკის, პოლიეთილენის ბოთლის და მსგავსი ნარჩენების გადაგდებაზე ჯარიმდებოდნენ).

რაც შეეხება 2018 წელს, "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, დედაქალაქში ნაგვის დაყრის ფაქტზე 1-ელი იანვრიდან დღემდე 116 საჯარიმო ოქმია შედგენილი. დაჯარიმებული პირებიდან 30 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ პერიოდში დაწერილი ჯარიმების თანხის ოდენობამ 11 230 ლარი შეადგინა.


2017 წლის 3 აპრილიდან, დედაქალაქში, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეით ინსპექტორებს, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში დაევალათ, ფიზიკური და იურიდიული პირები საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დაეჯარიმებინათ. პირველი-ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. 20 აპრილს კი, გამკაცრებული სანქციები ამოქმედდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში ეჭვქვეშ არ აყენებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია ხორციელდება
სასტუმრო „რუმს თბილისში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა, უმნიშვნელოვანეს
პაატა იმნაძე - ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,
გიორგი მიქაძე - შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც
შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც, - ამის შესახებ სურსათის
დიმიტრი ქუმსიშვილი - შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის
შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება,
კომპანია „მილკო“ - რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია
დედაქალაქის რამდენიმე ბაღში შეტანილი არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
მიხეილ ჩხენკელი 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ ინიცირებული შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება.
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში