არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ისნის გამგეობა - სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ავტომობილების მეპატრონეების ნაწილს კომპენსაცია ჩაერიცხა, ნაწილთან მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს
15:07 12-01-2018
ისნის გამგეობა - სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ავტომობილების მეპატრონეების ნაწილს კომპენსაცია ჩაერიცხა, ნაწილთან მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ავტომობილების მეპატრონეების ნაწილს კომპენსაცია უკვე ჩაერიცხა, ნაწილთან კი ამ დრომდე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სპეცოპერაციის დროს სულ 31 ავტომობილი დაზიანდა. აქედან 19 ავტომობილის მფლობელთან მოლაპარაკება უკვე დასრულდა და 11-მა მათგანმა კომპენსაცია მიიღო, ხოლო 8 მათგანს უახლოეს დღეებში, მას შემდეგ, რაც სრულად მოხდება საბუთების მოიწესრიგება, თანხა ჩაერიცხებათ.

როგორც ისნის გამგეობაში განმარტავენ, დარჩენილი 12 ავტომობილის მეპატრონესთან ზარალის ანაზღაურებასა და თანხის დაზუსტებაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსსა და ბინებს, ისნის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოები სავარაუდოდ 2 თვეში დასრულდება.

”რაც შეეხება კორპუსს, მიმდინარეობს სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოები. 9 ბინა არის დაზიანებული და ეს ოჯახები დროებით საცხოვრებელში არიან გადაყვანილი, ხოლო ამ ბინებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების სავარაუდო დრო 2 თვეა. ამ პერიოდის განმავლობაში ისნის გამგეობა დაზარალებული ოჯახებისთვის გააგრძელებს დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყობას”, - აცხადებენ ისნის გამგეობაში.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაციისას დაზიანდა, როგორც საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ტერორიზმში ბრალდებული პირები აფარებდნენ თავს, ასევე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა ავტომობილები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში ეჭვქვეშ არ აყენებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია ხორციელდება
სასტუმრო „რუმს თბილისში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა, უმნიშვნელოვანეს
პაატა იმნაძე - ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,
გიორგი მიქაძე - შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც
შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც, - ამის შესახებ სურსათის
დიმიტრი ქუმსიშვილი - შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის
შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება,
კომპანია „მილკო“ - რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია
დედაქალაქის რამდენიმე ბაღში შეტანილი არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
მიხეილ ჩხენკელი 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ ინიცირებული შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება.
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში