არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
თბილისში 49 ოჯახს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდა
19:02 13-01-2018
თბილისში 49 ოჯახს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდა თბილისის მერი კახა კალაძე, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდათ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩების მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ, თუმცა სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

თბილისის მერის განცხადებით, პრობლემა, რომელიც ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს აწუხებდათ, მისი საარჩევნო დაპირების შესაბამისად გადაჭრილია.

„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, როგორც მიწების, ასევე საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც მოქალაქეები წლებია ცხოვრობენ და თაობები გაზარდეს. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. 49 ოჯახია, ვისაც მიწები დაუკანონდათ და საკუთრებაში გადაეცემათ. ისედაც მათი იყო, უბრალოდ დაკანონებული არ ჰქონდათ, რის გამოც, ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებოდნენ. როდესაც რამეს აშენება სჭირდებოდათ, შეუძლებელი იყო, რადგან ეს ყველაფერი უკანონოდ ითვლებოდა. დღეიდან, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარ მიწაზე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ სურთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ისნის რაიონში, მეტროს სამშენებლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისთვის ე.წ. ფინური სახლების მშენებლობა 1952 წელს დაიწყო. თითოეულ ფინურ სახლს 300-დან 600 კვადრატულ მეტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აქვს, სადაც ორი ან სამი ოჯახი ცხოვრობს.

მიმდინარე წლის 10 იანვარს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩებზე არსებულ 24 „ფინურ სახლში“ მცხოვრებ 49 ოჯახს, რომლებმაც სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცათ.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განიხილეს
 ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სისტემის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის - PEFA-ს პროექტის
ირაკლი პეტრიაშვილი ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
ბაქოში ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის
ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკთან მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები განიხილა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო
ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია - ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ნაძალადევის რაიონის გარკვეული ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.