არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
მეუფე შიო - ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე
13:01 14-01-2018
მეუფე შიო - ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს მიულოცა დღევანდელი დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს „წინადაცვეთას უფლისა ისეო ქრისტესი“.
"ძველ აღთქმაში ყველა დიდი მოვლენა იყო წინასახე ახალ აღთქმაში შემოდგომში მოსახდენი მოვლენებისა. წინადაცვეთაც იყო ნათლისღების წინასახე. ჩვენ ახლა ვემზადებით ნათლისღებისთვის რამდენიმე დღეში. უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის ნათლისღებით გააუქმა წინადაცვეთის აუცილებლობა და დააარსა ახალი საიდუმლოება, რომლითაც ჩვენ შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, ვიბადებით ქრისტესგან. სწორედ ახალ სულიერ ნათლისღებას და დაბადებას პავლე მოციქული უწოდებს სულიერ წინადაცვეთას. ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქირებს როგორც უფლის მიერ 8 დღის ასაკში აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო სურვილებისა და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით და შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული",- განაცხადა მეუფე შიომ.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განიხილეს
 ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სისტემის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის - PEFA-ს პროექტის
ირაკლი პეტრიაშვილი ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
ბაქოში ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის
ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკთან მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები განიხილა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო
ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია - ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ნაძალადევის რაიონის გარკვეული ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.