არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ლევან ჯღარკავა - უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თბილისის მერია შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია
14:06 14-01-2018
ლევან ჯღარკავა - უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თბილისის მერია შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თბილისის მერია შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ განუცხადა, შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლითაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქის არც ერთ უბანში მარილის მოყრის ან სხვა რამე საუშაოს ჩატარების საჭიროება არ არის. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განმარტებით, გუშინ მოსული თოვლის გამო მარილის მოყრის სამუშაოები, საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ წყნეთისა და კოჯრის ტერიტორიაზე ჩატარდა.

„გუშინ ძირითადი ნალექი დაფიქსირდა შემოერთებულ ტერიტორიაზე, როგორიც არის წყნეთი და კოჯორი, და მარილის მოყრის სამუშაოები მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჩვენ მზად ვართ, დედაქალქში უხვის ნალექის შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები განვახორციელოთ. შემუშავებულია სპეციალური გეგმა - ჯერ გაიწმინდება ცენტრალური ქუჩები, შემდეგ დამხმარე ქუჩები, ჩიხები და ვიწრო ეზოები, რაც დამოკიდებულია დროსა და ნალექის რაოდენობაზე. ამ ეტაპზე არც ერთ უბანში არ არის მარილის მოყრის საჭიროება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლჭყაპი, საღამოს კი შესაძლებელია თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15-16 იანვარს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 - 2 გრადუსია ნავარაუდევი. უამინდობის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დედაქალაქის მასშტაბით საავტომობილო გზებზე შეზღუდვები არ ფიქსიდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განიხილეს
 ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სისტემის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის - PEFA-ს პროექტის
ირაკლი პეტრიაშვილი ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
ბაქოში ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის
ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკთან მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები განიხილა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო
ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია - ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ნაძალადევის რაიონის გარკვეული ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.