არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს
15:39 14-01-2018
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ საბჭოს წარმომადგენელმა მამუკა გონგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

“წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს და ისევე იყოს დაცული, როგორც დაცული უნდა იყოს სახელმწიფო დროშა“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ.

მან დღევანდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშის ისტროულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. “საქართველოს სახელმწიფო დროშაზე მუშაობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია გახლდათ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამ სიმბოლოებს ადგენდა. მან მოიძია ისტორიული მასალები უცხოეთის, დასავლეთის ბიბლიოთეკებში, არქივებში, ფონდებში. 1999 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, ისტორიული გადაწყვეტილება, ისტორიული დროშის აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელი 2004 წელს მოეწერა. მას შემდეგ, 15-წლიანი შრომის შემდეგ, ჩვენ გვაქვს სახელწიფო დროშა დღევანდელი სახით, რომელიც არის ისტორიული და რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ჰქონდა სახელმწიფოებრივი ტრადიცია და იყო ევროპის ნაწილი. იმ რუქებზე, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ეს დროშა აღმართულია ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში - ქალაქ სებასტოპოლისზე (სოხუმი), ქალაქ სოხუმზე და ქალაქ თბილისზე“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ.

დღეს, პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, გამოიფინა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები, (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განიხილეს
 ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სისტემის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის - PEFA-ს პროექტის
ირაკლი პეტრიაშვილი ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
ბაქოში ღირსეულ შრომასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის
ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკთან მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები განიხილა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო
ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია - ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ნაძალადევის რაიონის გარკვეული ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.