არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებულ ხარვეზებს ხვალ გამოაქვეყნებს
16:24 14-01-2018
თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებულ ხარვეზებს ხვალ გამოაქვეყნებს თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებულ ხარვეზებს ხვალ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

დედაქალაქის მიწათასრგებლობის გენგეგმა 6 ეტაპისგან შედგება. მერიას მიღებული აქვს 5 ეტაპის დოკუმენტაცია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან მე-6 ეტაპზე დოკუმენტში ხარვეზი სამჯერ დაფიქსირდა, რის გამოც, გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველო“ 140 ათასი ლარით არის დაჯარიმებული.

როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, ქალაქის განვითარების დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ ქალაქს მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას.
თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის ინფორმაციით, მერიას კითხვები აქვს ზონირების ცვლილების, ტრანსპორტისა და გზათა ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით.

გენგეგმაზე მომუშავე ”სითი ინსტიტუტმა” დოკუმენტის სრულყოფისთვის 45 დღე ითხოვა.

დედაქალაქის გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში ეჭვქვეშ არ აყენებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია ხორციელდება
სასტუმრო „რუმს თბილისში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა, უმნიშვნელოვანეს
პაატა იმნაძე - ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,
გიორგი მიქაძე - შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც
შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც, - ამის შესახებ სურსათის
დიმიტრი ქუმსიშვილი - შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის
შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება,
კომპანია „მილკო“ - რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია
დედაქალაქის რამდენიმე ბაღში შეტანილი არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
მიხეილ ჩხენკელი 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ ინიცირებული შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება.
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში