არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
გიორგი ვაშაძე ჩიკაგოს ბლოკჩეინ-კონგრესს გახსნის
17:06 14-01-2018
გიორგი ვაშაძე ჩიკაგოს ბლოკჩეინ-კონგრესს გახსნის ჩიკაგოში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებული კონგრესი ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდიდან“ აცნობეს, ბლოკჩეინ კონგრესი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 თებერვალს გაიმართება და მასში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო სპეციალისტებიც იქნებიან წარმოდგენილნი. მომხსენებლებს შორის არიან უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გიორგი ვაშაძე, ასევე, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" წარმომადგენელი ამერიკაში და ღონისძიების ორგანიზატორი გივი ჩიქოვანი.

„ბლოკჩეინ-კონგრესი „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით იმართება. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბლოკჩეინ ეკონომიკა, კრიპტო ვალუტა, ბლოკჩეინის როლი მედიცინაში, დაზღვევაში და სხვ. ვისაუბრებთ, რა მომავალი აქვს ბიტკოინს და რას გვთავაზობს ის. ასევე, როგორი იქნება სამომავლოდ გადახდის მეთოდებზე მისი გავლენა. ბევრ საინტერესო თემაზე გვექნება მსჯელობა ჩიკაგოში. მთავარი ისაა, რომ ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ დიდია. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სახის შეხვედრები და დისკუსიები საქართველოშიც გაიმართება. ანალოგიური პლატფორმის შექმნით, ჩვენ საშუალებას მივცემთ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ექსპერტებსა და დაინტერესებულ პირებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაერთონ პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ რამდენიმე წელია, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საქმიანობს. ფონდის ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით, უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები - „გოტოვო“. ფონდის ინიციატივით, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რამდენიმე კვირის წინ კი მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე. ფონდი, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა, აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი TiKA-ს კოორდინატორს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის,
მეფუტკრეობის კოოპერატივებთან მორიგი შეხვედრა ბოლნისში ჩატარდა
სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქალაქ ბოლნისში ქვემო ქართლში მოქმედ
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას
„ელიტ ელექტრონიქსი" - 2017 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო, როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით
2017 წელი „ელიტ ელექტრონიქსისთვის" წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
სემეკ-ის წევრი - თუ კომპანიები „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან
იმ შემთხვევაში თუ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს კომპანიები არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან.
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 15 მარტამდე ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება,
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება. როგორც ბათუმის ”დინამოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.