არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს, ხვალ გახდება ცნობილი
17:49 14-01-2018
დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს, ხვალ გახდება ცნობილი დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს, ხვალ გახდება ცნობილი. სწორედ ხვალ იწურება 10-დღიანი ვადა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ან მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს საკანონმდებლო ორგანოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ტელევიზიების წარმომადგენლები, ასევე, მედიაექსპერტები პრეზიდენტს აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის), ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

გარდა ამისა, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი TiKA-ს კოორდინატორს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის,
მეფუტკრეობის კოოპერატივებთან მორიგი შეხვედრა ბოლნისში ჩატარდა
სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქალაქ ბოლნისში ქვემო ქართლში მოქმედ
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას
„ელიტ ელექტრონიქსი" - 2017 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო, როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით
2017 წელი „ელიტ ელექტრონიქსისთვის" წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
სემეკ-ის წევრი - თუ კომპანიები „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან
იმ შემთხვევაში თუ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს კომპანიები არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან.
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 15 მარტამდე ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება,
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება. როგორც ბათუმის ”დინამოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.