არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - ნებისმიერს შეუძლია მივიდეს სასულიერო აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას - რა თქმა უნდა, ინფორმაცია არასწორია
11:48 12-02-2018
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - ნებისმიერს შეუძლია მივიდეს სასულიერო აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას - რა თქმა უნდა, ინფორმაცია არასწორია პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აბსურდს და სიცრუეს უწოდებს სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწილის განცხადებებს, რომ აკადემიაში მათზე ძალადობა ხორციელდება.

როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ რამდენიმე ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, ძალიან უხერხულია, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებებს სასულიერო აკადემიის რექტორმა და მართლმადიდებლური ეკლესიის პროტოპრესვიტერმა უპასუხოს. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სასულიერო აკადემიის საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით და პროტოპრესვიტერი ყველას სთხოვს, რომ ეს განცხადება ნახოს.

„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის უმაღლესი სასულიერო სკოლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის დაფუძნებული. აკადემიას ძალიან მაღალი ამოცანები აქვს და მის დაფუძნებას პატრიარქი ძალიან მაღალ მნიშვნელობას ანიჭებდა. საღვთისმეტყველო სკოლის გარეშე ქართული საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარება წარმოუდგენელია. აკადემიის მმართველი ორგანო გახლავთ სამეცნიერო საბჭო. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, როცა ვინმეს აქვს მცდელობა სიმართლეში გაერკვეს. ამ სიმართლეში გარკვევა არის მარტივი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას. რა თქმა უნდა, ინფორმაცია არასწორია.

სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის, მე არ შემიძლია ვისაუბრო თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. მე შემიძლია ვისაუბრო თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში. მე არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს. ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან. არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადილებლური ეკლესიიგან აქვს დაკისრებული, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ აკადემიაში მათზე როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოში „გრემის“ ორგზის მფლობელი ამერიკელი ვოკალისტი, ლიზა ფიშერი ჩამოვიდა
საქართველოში „გრემის“ ორგზის მფლობელი ამერიკელი ვოკალისტი, ლიზა ფიშერი ჩამოვიდა. ლიზა ფიშერი, წელს, რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას“ ყოველწლიური
კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები კახა კალაძეს შეხვდებიან
დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები, დღეს თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში
დღეს კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდება
დღეს, ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის გარკვეულ რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის გარკვეულ რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
თსუ-ში ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნება
დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
Startup Grind-ის ორგანიზებით, თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა
Startup Grind-ის ორგანიზებით, თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Startup Grind თბილისიდან აცნობეს,
დღეს, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება
დღეს, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,
მამუკა ბახტაძე - საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო
პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა,
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.