არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
მიტროპოლიტი ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს
12:51 13-02-2018
მიტროპოლიტი ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს ანუ, ის, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღემდე არ აქვს ოფიციალურად ზიარების უფლება, არ ნიშნავს, რომ არ მიეტევება ცოდვა. არა, უბრალოდ ჯერ წმინდა სინოდალური კომისიის მიერ მასალების გამოკვლევა უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, აღსარებისა და ზიარების უფლება, თავისთავად, არ არის საზოგადოების განსახილველი საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო.

„თუ მას მიეცემა ზიარების უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ სინოდი მხარს უჭერს მის უდანაშაულობას. ამას ასე ჩვენ არ განვიხილავთ. პოლიტიკურ ჭრილში განიხილება ეს საკითხი უკვე მთლიანად. რადგანაც ასეა, სინოდის წინა სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც დასრულდება გამოძიება, შეიქმნება სინოდალური კომისია და განიხილავს გამოძიების საკითხს. ოფიციალური დასკვნა რომ დადოს, ამისთვის ყველა არგუმენტი უნდა არსებობდეს. ერთი მხრივ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოს ვუცხადებთ ნდობას, ვენდობით და მან უნდა გამოიძიონ ეს საკითხი, მაგრამ როგორც კი გამოძიება დასრულდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ ამას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას: რა ფორმით, რა პირობით შეიძლება ეს მოხდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღსარების თქმის უფლება აქვს და ამბობს კიდევაც. რაც შეეხება ზიარების საკითხს, მიტროპოლიტის განცხადებით, საეკლესიო სასამართლო განსხვავდება საერო სასამართლოსგან იმით, რომ საეკლესიო სასამართლო ძირითადად დამყარებულია აღსარებაზე, ანუ რასაც ადამიანი მალავს და რასაც არ ამბობს, პასუხისმგებლობა მასზეა. სახელმწიფო სასამართლოს შემთხვევაში ეს ასე არ არის.
„რადგან ზიარებამ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ ჩვენც იძულებული ვართ ბოლომდე შევისწავლოთ, ბოლომდე გამოვიძიოთ და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ მისი ზიარების საკითხი. ამიტომ ამას ცოტა დრო დასჭირდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სინოდალური კომისია სინოდზე უნდა შეიქმნას. მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ სინოდის შემდეგ სხდომაზე ამაზე იმსჯელონ.

„როდის იქნება ეს სხდომა, ძნელია თქმა. ზოგადად, წელიწადში ორჯერ არის სინოდის სხდომა. სავარაუდოდ, ალბათ, მაისში გაიმართება და ამ სხდომაზე იქნება მსჯელობა. ვერ გეტყვით ამ საკითხზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი. მე ჩემს გადაწყვეტილებას ვიტყვი. გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე უმრავლესობის მიერ მიიღება“, – განმარტა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, როგორი იქნება მეუფის პოზიცია სინოდზე ამ საკითხთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ საკითხის შესწავლამდე ამჟამად ამაზე საუბარი უჭირს.

„მე უნდა შევისწავლო ეს საკითხი. სინოდის წინ დაგვირიგდება მასალები და გავეცნობით. ამ წუთას ვერ გეტყვით. თავიდან მე მომხრე ვიყავი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაგვეკეთებინა, მაგრამ შემდეგ უწმინდესმა ბრძანა, რომ არ ღირს აჩქარება ასეთ საკითხში. მე მინდა, რომ დროზე მოხდეს საკითხის გამოკვლევა და დროზე ეზიაროს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს ანუ, ის, რომ მას დღემდე არ აქვს ოფიციალურად ზიარების უფლება, არ ნიშნავს, რომ არ მიეტევება ეს ცოდვა. არა, უბრალოდ ჯერ მასალების გამოკვლევა უნდა მოხდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ხვალიდან დიდი მარხვა იწყება
19 თებერვლიდან დიდი მარხვა იწყება. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ უმრავლესობა იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ,
ილია მეორე - ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს
ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა
პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა
სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,
ამერიკელი ღვინის ექსპერტი რაჭულ ღვინოზე წიგნს წერს
რაჭას ცნობილი ამერიკელი ღვინის ექსპერტი ლიზა გრანიკი ესტუმრა, რომელმაც რაჭული საოჯახო მარნები დაათვალიერა და ღვინო შეაფასა.
წელს პირველად მთის ნახევარმარათონი გაიმართა
საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს პირველად მთის ნახევარმარათონი გაიმართა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება.
გოგი წულაია - რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განცხადებით, რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს.
გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის,