არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი - დაქირავებული მკვლელი რომ ყოფილიყო, გარეთ გამოვიდოდა და შორიდან ესროდა
15:13 13-02-2018
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი - დაქირავებული მკვლელი რომ ყოფილიყო, გარეთ გამოვიდოდა და შორიდან ესროდა დოდო გუგეშაშვილის მეგობარ დავით მუხიგულს ეჭვი ეპარება იმ ვერსიის სისწორეში, რომ გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა.

ამის შესახებ დავით მუხიგულმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დავით მუხიგულისთვის უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს.

„დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა. რა მოხდა არ ვიცი, აგონიაში ვარ, არ ვიცი რა მოხდება ხვალ და ზეგ, დოდოს ჯანმრთელობას რა მოუვა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რა ბიზნესი? ფული რომ ჰქონოდა ბინაც ექნებოდა, სახლიც და კარიც“, - განაცხადა დავით მუხიგულმა.

დოდო გუგეშაშვილის მეგობარს არ აქვს ასევე ვერსია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელი.

ამასთან, მუხიგულმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ სავარაუდოდ, ხვალ მეგობრები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, მამა ლევანთან ერთად შეიკრიბებიან და ერთად აცნობებენ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების ფაქტს.

ამასთან, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ხვალიდან დიდი მარხვა იწყება
19 თებერვლიდან დიდი მარხვა იწყება. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ უმრავლესობა იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ,
ილია მეორე - ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს
ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა
პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა
სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,
ამერიკელი ღვინის ექსპერტი რაჭულ ღვინოზე წიგნს წერს
რაჭას ცნობილი ამერიკელი ღვინის ექსპერტი ლიზა გრანიკი ესტუმრა, რომელმაც რაჭული საოჯახო მარნები დაათვალიერა და ღვინო შეაფასა.
წელს პირველად მთის ნახევარმარათონი გაიმართა
საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს პირველად მთის ნახევარმარათონი გაიმართა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება.
გოგი წულაია - რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განცხადებით, რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს.
გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის,