არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
გოკა გაბაშვილი - კალაძის ინიციატივა, რომ ტაქსის მძღოლებს ბანკიდან თანხის აღების საშუალება უნდა მიეცეთ, ადასტურებს, რომ მერია ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას აპირებს
15:35 13-02-2018
გოკა გაბაშვილი - კალაძის ინიციატივა, რომ ტაქსის მძღოლებს ბანკიდან თანხის აღების საშუალება უნდა მიეცეთ, ადასტურებს, რომ მერია ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას აპირებს ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, კახა კალაძის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ტაქსის მძღოლებს გარკვეული წლოვანების მანქანების შემოყვანაზე ბანკიდან თანხების აღების საშუალება უნდა მიეცეთ, ადასტურებს, რომ მერია შესაბამის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას აპირებს.

როგორც გაბაშვილმა განმარტა, ეს ნაბიჯი იმ ადამიანებთან ბრძოლის დაწყებას ნიშნავს, რომლებიც საარსებო მინიმუმს სწორედ აღნიშნული საქმიანობით შოულობენ.

”მართლდება ყველაზე ცუდი მოლოდინები, რომ წლოვანების მიხედვითაც აპირებენ ავტომობილების შეზღუდვას, რომლებსაც უფლებას მისცემენ, ტაქსებად იმოძრაონ. ნელ-ნელა, მერია გამოაჩენს მკაცრ შემზღუდავ რეგულაციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1-2 „კაპიკს“ შოულობენ და ოჯახში შეაქვთ. ეს არის ბრძოლა ღარიბებთან და სიღარებასთან. ეს არის ადამიანებისთვის შეზღუდვა თავისუფალი საქმიანობის. ეს არის შეზღუდვა ბიზნესის, ეს არის საქმე, სადაც მერიას არაფერი ესაქმება. თუ დაიწყებენ ამ ცვლილებების განხორციელებას, გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის გაჭირვების ზრდას. ეს ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ რომელიმე კომპანიას შეუწყონ ხელი. ეს არის ბრძოლა ადამიანებთან, რომლებიც თვითონ საქმდებიან და სახელმწიფოს არაფერს სთხოვენ. ამ ადამიანებთან ბრძოლა არის დიდი უსამართლობა. მოვუსმენთ ტაქსის მძღოლებს და მოვისმენთ მათ აზრს ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც მერია აპირებს”, - განაცხადა გაბაშვილმა.

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს ტაქსების რეგულირების პროცესში საბანკო სექტორის ჩართვას, რათა ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცეთ, გარკვეული წლოვანების ავტომობილების შემოსაყვანად თანხები აიღონ.

როგორც კალაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხს მერია ერთიან კონტექსტში განიხილავს და არა მხოლოდ ტაქსების რეგულირების კუთხით.

„ტაქსების მიმართულებით უნდა დავიწყოთ აღრიცხვით, ვინაიდან არავინ იცის, თუ რა რაოდენობის ტაქსი მოძრაობს თბილისში. კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ უცებ, წელსვე ერთბაშად შევიტანოთ ეს ცვლილებები, რადგან ეს სერიოზული ტვირთი იქნება ტაქსის მძღოლებისთვის, მაგრამ ამ პროექტის ეტაპობრივად განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთის, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გააჟღერებს, რა ფერი უნდა იყოს ტაქსი, მარჯვენა საჭე უნდა იყოს თუ არა და ა.შ.“ - განაცხადა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება
მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „ინტერპრესნისუს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ახალი ფილიალი ახალქალაქში
ქეთი ალექსიძე - დღეს გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების
სოფიო ხუნწარია - ბიბლიოთეკებში შეიქმნება პოზიცია „საპატიო წიგნის მცველი“, სადაც ასაკოვან თანამშრომლებს დაასაქმებენ
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა შესაძლოა,
PMC - კვლევის მიხედვით, ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანის საჭიროება გამოიკვეთა
თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი