არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
ირაკლი შიხიაშვილი - დოდო გუგეშაშვილს ხვალ ვეტყვით საშინელ სინამდვილეს, რის შემდეგაც შვილის პანაშვიდზე რეანიმობილით მიიყვანენ
17:16 13-02-2018
ირაკლი შიხიაშვილი - დოდო გუგეშაშვილს ხვალ ვეტყვით საშინელ სინამდვილეს, რის შემდეგაც შვილის პანაშვიდზე რეანიმობილით მიიყვანენ ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად შვილის პანაშვიდზე მიიყვანენ.

„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, „რეანიმობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება“.

შიხიაშვილის თქმით, ასევე უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოება, რისთვისაც სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა. ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო
 მეუფე შიო - რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს
რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, - ამის შესახებ სრულიად
 მეუფე შიო - სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, გინებას
სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას,
 გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწევს
2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს
 ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვის მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევითაა შესაძლებელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა დაათვალიერა და ჟურნალის „ველური ბუნება“ ახალი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო.
 კაჭრეთში სემინარი „მედია და გენდერული თანასწორობა“ გაიმართა
კაჭრეთში, ჟურნალისტებისათვის თემაზე „მედია და გენდერული თანასწორობა“ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელშიც თხუტმეტი სხვადასხვა სატელევიზიო, ბეჭდური
 ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს
ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, დღეს,
გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა
გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად
თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს გარბენი „თბილისი“გაიმართება
თბილისის მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ