არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
დავით ზალკალიანი აშშ-ს მხრიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდა
18:11 13-02-2018
დავით ზალკალიანი აშშ-ს მხრიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს აშშ-ს მხრიდან, ენდრიუ ჩოფერს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დავით ზალკალიანმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის ხედვებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს და აღინიშნა გასულ წელს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი.

ენდრიუ ჩოფერმა დავით ზალკალიანს, მისი მანდატის ფარგლებში, გაუზიარა ხედვები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ხვალიდან დიდი მარხვა იწყება
19 თებერვლიდან დიდი მარხვა იწყება. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ უმრავლესობა იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ,
ილია მეორე - ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს
ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა
პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა
სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,
ამერიკელი ღვინის ექსპერტი რაჭულ ღვინოზე წიგნს წერს
რაჭას ცნობილი ამერიკელი ღვინის ექსპერტი ლიზა გრანიკი ესტუმრა, რომელმაც რაჭული საოჯახო მარნები დაათვალიერა და ღვინო შეაფასა.
წელს პირველად მთის ნახევარმარათონი გაიმართა
საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს პირველად მთის ნახევარმარათონი გაიმართა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება.
გოგი წულაია - რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განცხადებით, რკინიგზის ვაგონშემკეთებელი ქარხანა აქციონერებს კრიმინალური გზით წაართვეს.
გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის,