არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
სახალხო დამცველი ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრ არჩილ მამულაძეს სექსისტური ხასიათის მოსაზრებების გამო აკრიტიკებს
20:50 14-02-2018
სახალხო დამცველი ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრ არჩილ მამულაძეს სექსისტური ხასიათის მოსაზრებების გამო აკრიტიკებს საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული. არჩილ მამულაძე ასევე მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ „მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის, განსაკუთრებით კი საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მხრიდან გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელება და ქალის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.

„მსგავსი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ორგანოს წევრისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და თანასწორობის პრინციპის დანერგვა წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც ქალის გენდერულ როლად ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებს მოიაზრებს და აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს არჩილ მამულაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 კახა კალაძემ გარბენში „თბილისი“ მიიღო მონაწილეობა
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართა გარბენი “თბილისი“, რომელშიც თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
 ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა. ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო
 მეუფე შიო - რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს
რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, - ამის შესახებ სრულიად
 მეუფე შიო - სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, გინებას
სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას,
 გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწევს
2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს
 ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვის მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევითაა შესაძლებელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა დაათვალიერა და ჟურნალის „ველური ბუნება“ ახალი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო.
 კაჭრეთში სემინარი „მედია და გენდერული თანასწორობა“ გაიმართა
კაჭრეთში, ჟურნალისტებისათვის თემაზე „მედია და გენდერული თანასწორობა“ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელშიც თხუტმეტი სხვადასხვა სატელევიზიო, ბეჭდური
 ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს
ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, დღეს,
გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა
გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად
თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს გარბენი „თბილისი“გაიმართება
თბილისის მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ