არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
ირაკლი პეტრიაშვილი - რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ? ეს არის დისკრიმინაციული
12:18 23-02-2018
ირაკლი პეტრიაშვილი - რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ? ეს არის დისკრიმინაციული რატომ არ უნდა იყოს ზედამხედველობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება მთელ საქართველოზე გავრცელებული, რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ, ეს არის დისკრიმინაციული და მოქალაქეებში აგრესიის გარდა არაფერს გამოიწვევს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.

პეტრიაშვილი გამოეხმაურა შრომის უსაფრთხოებაზე საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილს, რომლიც თანახმად, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, ”შრომის უსაფრთხოების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, მხოლოდ თბილისს ეხება.

“განგიმარტავთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეხება შრომის უსაფრთხოებას და ის სანქციები, რაც ეხება შრომის უსაფრთხოებას, ეს ეხება ყველას, მთელ საქართველოს. ხოლო, რაც შეეხება პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კოდექსის მონაკვეთს, ეს ინიციატივა მხოლოდ თბილისს ეხება. თავად ინიციატივა მისასალმებელია, რადგან ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, როგორც პრევენციის ზომას და არა იმას, რომ მეწარმე და ბიზნესმენი დაზარალდება. მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ დაარღვევს რეგულაციებს, ამ შემთხვევაში გადაიხდის ჯარიმას. სამწუხაროა ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არ ვრცელდება ეს, მაგრამ დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმაც უნდა გამოხატონ შესაბამისი ინიციატივა და ბუნებრივია, მათაც უნდა ჰქონდეთ მსგავსი რეგულაციები. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ განიხილავს პარლამენტში კანონპროექტის ამ ნაწილს იმ კუთხით, რომ რეგულაციები ეხებოდეს არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთელ საქართველოს, პეტრიაშვილი პასუხობს, რომ ეს თბილისის მერის, კახა კალაძის სოციალური ორიენტაციით არის გამოწვეული.

“მე ვფიქრობ, რომ ზედამხედველობის საკითხი გამოწვეულია თბილისის მერის, კახა კალაძის სოციალური ორიენტაციით. მისი სოციალური ორიენტაცია განსხვავებულია მათგან, ვინც კანონებს იღებს და რომლებიც დანარჩენ მუნიციპალიტეტებს ხელმძღვანელობენ. ეს არის მთელი განსხვავება და ეს არის სამწუხარო. კარგია, რომ თბილისის მერს აქვს ასეთი ადამიანური ღირებულებები და ცუდია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით აქვს ორიენტაცია, რომელიც ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება სანქციებთან დაკავშირებული ორი საკითხის განცალკევება და რატომ აბნევენ მოსახლეობას.

“ორი საკითხია და მოსახლეობის დაბნევა უნდათ თუ რა უნდათ, ვერ ვხდები, შრომის უსაფრთხოების კანონით დაწესებული სანქციები ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსში შეტანილი ცვლილება, მთელ საქართველოზე გავრცელებული, რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და მაგალითად ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ, ეს ბუნებრივია არის დისკრიმინაციული და მოქალაქეებში აგრესიის გარდა არაფერს გამოიწვევს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული გაზრდილი სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. “პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, თბილისს ეხება.

“პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება.

სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე.

ამავე ცვლილებებით, მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა.

გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში უნებართვო მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. ასევე იზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე - 10 000 და 15 000 ლარით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
მამუკა ბახტაძე - აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აჭარაში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი.
წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება
წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
ზღვის უბანში, ჩარგლისა და ანაპის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი მოეწყობა
ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს
შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია ცხოველთა მონტორინგის სააგენტოს
„ჯეო ჰოსპიტალსი“ - წეროვანში მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 პირიდან ნაწილის მდგომარეობა მძიმე, ნაწილის კი საშუალო სიმძიმისაა
წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 8 პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, 8 პაციენტიდან
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ზეგავლენას მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება
ექიმი - მცხეთის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 19 პირიდან 11 მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებშიც გადაჰყავთ
წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო