არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - აქ მინდა ცხოვრების გაგრძელება და საქართველოს სამსახური
20:52 24-02-2018
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - აქ მინდა ცხოვრების გაგრძელება და საქართველოს სამსახური დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით პროკურატურაში შეტანილ განცხადებაზე პასუხს მომავალი კვირიდან ელოდება.

„ჩვენ შევხვდით პროკურატურის წარმომადგენლებს, ჯერჯერობით რაიმე პასუხი არ არის, მაგრამ ჩემს მიმართ განხორციელებულ მუქარებზე სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს და მომდევნო კვირის დასაწყისში გვექნება ამის შედეგები“, - განაცხადა ჩაბუქმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს იმედი აქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არ მოხდება მისი თურქეთში ექსტრადიცია.
„მე მჯერა, რომ საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელია და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, სასამართლო ქართველი ხალხის აზრსაც გაითვალისწინებს და არ მოხდება ჩემი ექსტრადირება. მე დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ, აქ დიდი სამეგობრო წრე მყავს, აქ მინდა ცხოვრების გაგრძელება და საქართველოს სამსახური“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

შეგახსენებთ, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. მიმდინარე წლის 19 თებერვალს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულის შახტში მომხდარზე - პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება სწორად არ მიმაჩნია
თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ქალაქ ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს