არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
კულტურის სამინისტრო ოფიციალური კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების ევროპის საბჭოს მიმართავს
08:36 09-03-2018
კულტურის სამინისტრო ოფიციალური კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების ევროპის საბჭოს მიმართავს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალური კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების ევროპის საბჭოს მიმართავს, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, საქართველოს უკვე მოპოვებული აქვს სერტიფიცირება სამ მარშრუტზე, მეოთხეზე კი სერტიფიცირების პროცესს ახლა გადის.

„ეს არის პროგრამა, რომელიც არის ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული და ყველა წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ჩვენთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ტურიზმი არის მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მარშრუტების სერტიფიცირება გაგვევლო. სამინისტრო შარშან გაწევრიანდა ამ პროგრამაში. რას გვაძლევს ეს პროგრამა რეალურად? - ევროპის საბჭოს აქვს, თუ არ ვცდები, 32 ოფიციალური კულტურული მარშრუტი, რომლის წევრიც შეგიძლია გახდე, თუ ეს თემატიკა ახლოა და ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ კონტექსტში, არის შესაბამისი და შეიძლება იყოს საინტერესო საერთაშორისო მგზავრებისთვის. ან რაც ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეგვიძლია ჩვენი კულტურული, ტურისტული მარშრუტები შევიმუშაოთ და წარვადგინოთ ევროპის საბჭოში სერტიფიცირებისთვის. თუ ეს მარშრუტები სერტიფიცირებას გაივლიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის საბჭო თავის პარტნიორთან ერთად, მსოფლიო ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ერთვება ამ მარშრუტების ტურისტული პოტენციალის პრომოუტირებაში. სერტიფიცირება ნიშნავს იმას, რომ ეს მარშრუტები არის მართლაც საინტერესო, უსაფრთხო და ღირს იმად, რომ ეს მარშრუტი გაიარო და ქვეყანა დაათვალიერო. ჩვენ უკვე გავხდით არსებული 4 მარშრუტის სერტიფიცირებული წევრები. ეს გახლავთ ებრაული მემკვიდრეობა, კლდის მხატვრობა, თერმული ქალაქები და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს. მხოლოდ ახლა გავდივართ ღვინის მარშრუტში სერტიფიცირებას. 1-ელი მარტიდან უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც განიხილავს ამ განაცხადებს და ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე სერტიფიცირებას მიანიჭებს ამ მარშრუტებს და შემდეგ უკვე წარადგენს ევროპის საბჭოში. დარწმუნებული ვარ, პოტენციალი გვაქვს უზარმაზარი. ძალიან დიდი როლი ენიჭებათ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეიმუშაონ მათი თვალსაზრისიდან გამომდინარე საინტერესო მარშრუტები. ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის კონკურენცია მუნიციპალიტეტებს შორის, მათ შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიცირება, თუკი ამ მარშრუტებს რამდენიმე მუნიციპალიტეტი ერთობლივად შეადგენს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულის შახტში მომხდარზე - პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება სწორად არ მიმაჩნია
თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ქალაქ ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს