არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 10 აპრილიდან შესაბამის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს
11:28 13-03-2018
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 10 აპრილიდან შესაბამის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყვიტონ.

”მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისელებისთვის და პირადად მისთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ თბილისი იყოს თანამედროვე და კომფორტული ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული და თითოეული გადაწყვეტილება მიმართულია ამ მიზნის განხორციელებისკენ.

”ჩვენს მიერ დაანონსებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებისთვის მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამკვიდრება, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების პრობლემის მოგვარებაა. ეს ნიშნავს სამართლიანი პარკირების სისტემის შექმნას, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე სისტემის შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის ხელშეწყობაზე. განვითარებასა და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები, მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევეგუები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას, საჯარო უფლებამოსილებების არა სათანადო შესრულებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ქალაქის უკეთეს მომავალს და ვნერგავთ საზოგადოებრივი მომსახურებების მაღალ სტანდარტებს”, - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ქალაქ ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს
მიკროსაფინანსო სექტორი და საინვესტიციო ინსტიტუტები სპეციალურ შეხვედრას გამართავენ
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, დღეს, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, თემაზე: მიკროსაფინანსო სექტორის