არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
„სითი პარკი“ მერიისგან საკომპენსაციო თანხის გადახდას მოითხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში დავას აპირებს
13:45 13-03-2018
 „სითი პარკი“ მერიისგან საკომპენსაციო თანხის გადახდას მოითხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში დავას აპირებს კომპანია „სითი პარკისთვის“ მოულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზიო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის მიერ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სითი პარკის“ პრესსამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, „სითი პარკი“ სამართლებრივ ჩარჩოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას, ლევან ტაბიძის თქმით, კომპანიას მიაჩნია, რომ კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, რის გამოც „სითი პარკი“ მოითხოვს საკომპენსაციო თანხას, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ტაბიძეს არ დაუკონკრეტებია.

„მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საასმართლოში მიმდინარეობს ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე. დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ სასამართო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, – განაცხადა ლევან ტაბიძემ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ნაცვლიშვილი - თუ კერძო დამსაქმებელი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს
თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ქალაქ ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს