არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
გოკა გაბაშვილი - საუბარი იმაზე, რომ „სითი პარკის“ ფუნქციებს შეასრულებს ახალი სამსახური, რომელიც შეიქმნება, არის არასწორი გზა - ამით ახალ ბიუროკრატიას ვიგონებთ
16:37 13-03-2018
გოკა გაბაშვილი - საუბარი იმაზე, რომ „სითი პარკის“ ფუნქციებს შეასრულებს ახალი სამსახური, რომელიც შეიქმნება, არის არასწორი გზა - ამით ახალ ბიუროკრატიას ვიგონებთ საუბარი იმაზე, რომ „სითი პარკის“ ფუნქციებს შეასრულებს რაღაც ახალი სამსახური, რომელიც შეიქმნება, არის ძალიან არასწორი გზა, რადგან ამით ახალ ბიუროკრატიას ვიგონებთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, ახალი მუნიციაპლური სამსახური შეიქმნება.

გოკა გაბაშვილის განცხადებით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტამ უფრო მეტი კითხვა გამოიწვია, ვიდრე პასუხები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

„გვეუბნებიან, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყდება. გავიგეთ, მაგრამ, მომავალში რა იქნება არავინ საუბრობს. ყველაფერი არის მოუფიქრებელი და როგორც ამ ბოლო დროს მერიაში ხდება, ესეც არის მორიგი პიარსვლა და პოპულისტური ნაბიჯი. ყველამ ვიცით, რომ „სითი პარკი“ არავის უყვარს, მაგრამ ეს კომპანია რომ წავა, რა იქნება ამის მაგივრად, არაფერი ვიცით და არც არანაირი გეგმა და კონცეფცია არ არსებობს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციაპლური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ქალაქ ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს
მიკროსაფინანსო სექტორი და საინვესტიციო ინსტიტუტები სპეციალურ შეხვედრას გამართავენ
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, დღეს, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, თემაზე: მიკროსაფინანსო სექტორის