არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
თბილისის მერია პარკირების საფასურის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
16:42 13-03-2018
თბილისის მერია პარკირების საფასურის საკითხზე განცხადებას ავრცელებს 2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა "სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება, 10 აპრილის შემდეგ გადახდილი საფასური თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს.

„გვსურს, კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ დამატებით შეკითხვებს გამოვეხმაუროთ და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა "სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ. 2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ "სითი პარკი" გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე. 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია "სითი პარკის" მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება. პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია "სითი პარკის" მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულის შახტში მომხდარზე - პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება სწორად არ მიმაჩნია
თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს
მიკროსაფინანსო სექტორი და საინვესტიციო ინსტიტუტები სპეციალურ შეხვედრას გამართავენ
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, დღეს, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, თემაზე: მიკროსაფინანსო სექტორის