არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
იურიდიული დახმარების სამსახურის საშუალებით სოციალურად დაუცველი პენსიონერი უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება
22:44 13-03-2018
იურიდიული დახმარების სამსახურის საშუალებით სოციალურად დაუცველი პენსიონერი უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება იურიდიული დახმარების სამსახურის საშუალებით სოციალურად დაუცველი პენსიონერის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ კუპატაძე რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა მოქალაქე ძ.შ.–ს ინტერესებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე დავაში – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

“აღსანიშნავია, რომ ძ. შ. არის ეკომიგრანტი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი პირი. 2007 წელს გიორგიწმინდის დასახლებაში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი მეწყერმა დაანგრია და მას შემდეგ იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლესთან ერთად, თუნუქით შეკრულ 10კვ.მ ფართში ცხოვრობს, რომელსაც მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია. ძ.შ.–მ რამდენჯერმე მიმართა სხვადასხვა ინსტანციას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე - მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2017 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძ.შ.–ს ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებს განსახლებას. სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარმა საკითხის მოსაგვარებლად თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა. კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ ბენეფიციარ ძ.შ.–ს შეუდგინა სარჩელი ზემოაღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასასაჩივრებლად. შემდგომ ეტაპზე სასამართლოს განჩინებით ბენეფიციარს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი თამარ კუპატაძე დაენიშნა“, - ნათქვამია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ბენეფიციარ ძ.შ.–ს საქმეზე განახორციელა წარმომადგენლობა სასამართლოში. 2018 წლის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სრულად დაკმაყოფილდა ძ.შ.–ს სარჩელი - ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს ზემოხსენებული გადაწყვეტილება და სამინისტროსვე დაევალა, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი სოციალურად დაუცველი, ეკო–მიგრანტების ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულის შახტში მომხდარზე - პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება სწორად არ მიმაჩნია
თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ქალაქ ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს