არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ
19:06 14-03-2018
იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ამ პოსტით ჰერმანი გამოეხმაურა დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ კავკასიის რძის სექტორის კონგრესს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნეს.

„დღეს გამართულ კავკასიის რძის სექტორის კონგრესზე ხაზი გავუსვით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს ექსპორტიორებისთვის, ასევე, საქართველოს მოქალაქეების სარგებელს, რომელსაც მიიღებენ უკეთესი ხარისხისა და უფრო ჯანმრთელი რძის პროდუქტებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით“, - წერს ჰერმანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
კავკასიის რძის სექტორის კონგრესის მთავარი თემა დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესს ყოველწლიურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მასპინძლობენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი - ინიციატივით "ევროკავშირი ბიზნესისათვის"  და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კონგრესს კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მიმწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულის შახტში მომხდარზე - პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება სწორად არ მიმაჩნია
თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმში 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ბათუმში პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
ბათუმში, „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების
ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ქალაქ ჟენევაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პლენალურ სხდომაზე
არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო
სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), დღევანდელ საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის
გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს რკინიგზა“ გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე,
GIPA-ში ღონისძიება - „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე GIPA-ს