არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ
11:21 16-04-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას განაცხადა.

“2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2%-ით გაიზარდა. კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, რაზეც რეინვესტირების შთამბეჭდავი ზრდა მიანიშნებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს მნიშვნელოვნად - 129.6%-ით გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გადასახადების ნაცვლად, თანხები მიმართონ ახალ ინვესტიციებში, გააფართოვონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

“პოზიტიური დინამიკა სახეზეა მიმდინარე წელსაც. თებერვალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებელი 5.5%, ხოლო იანვარ-თებერვალში 4.9%-ია. დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე ნატო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამის I ეტაპი მიმდინარეობს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე
18 წლის ქართველი წყალქვეშ ყველაზე მეტი რუბიკ-კუბიკის აწყობაში გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება
18 წლის ქართველი კუბერი ვაკო მარჩილაშვილი ხვალ გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეკორდების
განათლების რეფორმის ჯგუფის სამუშაო პროცესში აზიის განვითარების ბანკი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს
განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს,
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში, ხვალ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის
სახანძრო ნორმების დარღვევის გამო 97 შემოწმებული სასტუმროდან 37 ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახანძრო ზედამხედველობის სამსახურმა 97 სასტუმრო შეამოწმა და აქედან სახანძრო
შალვა ხუციშვილი - სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს
სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს, - აღნიშნული განცხადება
გიორგი ქობულია - ჩვენი მიზანია ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ
„საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისში ის 20%-ზე მეტად გაიზარდა. ჩვენი მიზანია, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად,
16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე
გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება
გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი (DMCT) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება. ამის