არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
21-07-2018
"ვითიბი ბანკი" თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გასუფთავების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
08:15 16-04-2018
"ვითიბი ბანკი" თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გასუფთავების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს „ვითიბი ბანკი“ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის (#ახალიშესაძლებლობები), - ამის შესახებ „ინტერრპესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.

„ვითიბი ბანკის“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, „ვითიბი ბანკი“ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

როგორც ბანკში განმარტავენ, პირველად ქართულ საბანკო სივრცეში „ვითიბი“ საკუთარ, 12,000-მდე ფიზიკურ პირს პრობლემურ მსესხებლებს, აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია. აღსანიშნავია, რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება. აღნიშნული წინადადება მოქმედებს ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) და ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს, რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის სესხებით.

„ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორის ვალერიან გაბუნიას განცხადებით, მათი სურვილია, შესაძლებლობა მისცენ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნიათ, ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ.

„დისკონტი 30-დან 90 %-მდე მერყეობს და ვრცელდება, როგორც სესხის ძირზე ასევე, დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, „ვითიბი ბანკი“ სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს გაბუნია.

(R)


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4417 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4417 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რეგიონების მასშტაბით სამეწარმეო მარკეტები გაიმართება
21 ივლისიდან 8 ნოემბრამდე, პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართება რეგიონალურ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, რომლის ფარგლებშიც