არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
რიმა ბერაძე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა
17:39 16-04-2018
რიმა ბერაძე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა თბილისის საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე თბილისის ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონში მდებარე პაატა სააკაძის #19-ში არსებული მდგომარეობა განიხილეს. აღნიშნულ მისამართზე იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებიც კორპუსის ავარიულობის გამო, შენობის მონაცვლეობას და უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვენ.

საკითხზე სსიპ „ქონების მართვის სააგენტომ“ მოკვლევა დაიწყო. ჩატარდა აღწერითი სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს სიების დაზუსტებისა და მიწების შეფასების პროცედურები. დღევანდელ შეხვედრაზე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებმა დასკვნები წარმოადგინეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

„პრობლემა მასშტაბურია და ჩვენი მხრიდან კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. დღეს, საქალაქო სამსახურების უფროსების მოსაზრებები და დასკვნები მოვისმინეთ და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე შევძლებთ ამ ადამიანების უსაფრთხო შენობაში გადაყვანას“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

შეხვედრის ბოლოს სამუშაოების ვადები განისაზღვრა, რომელთა დასრულების შემდეგაც სატენდერო წინადადებები შემუშავდება. შეხვედრას სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ზედამხედველობის სამსახურისა და ჩუღურეთის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე ნატო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამის I ეტაპი მიმდინარეობს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე
18 წლის ქართველი წყალქვეშ ყველაზე მეტი რუბიკ-კუბიკის აწყობაში გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება
18 წლის ქართველი კუბერი ვაკო მარჩილაშვილი ხვალ გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეკორდების
განათლების რეფორმის ჯგუფის სამუშაო პროცესში აზიის განვითარების ბანკი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს
განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს,
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში, ხვალ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის
სახანძრო ნორმების დარღვევის გამო 97 შემოწმებული სასტუმროდან 37 ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახანძრო ზედამხედველობის სამსახურმა 97 სასტუმრო შეამოწმა და აქედან სახანძრო
შალვა ხუციშვილი - სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს
სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს, - აღნიშნული განცხადება
გიორგი ქობულია - ჩვენი მიზანია ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ
„საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისში ის 20%-ზე მეტად გაიზარდა. ჩვენი მიზანია, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად,
16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე
გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება
გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი (DMCT) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება. ამის