არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება
17:40 16-04-2018
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის, მიმდინარეობს რამდენიმე ათეული შენობის რეაბილიტაცია.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მალხაზ მაჩალიკაშვილი - მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ
მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია
 სამების საკათედრო ტაძარში ხვალ ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს- პატრიარქის ნათლული კიდე 1000-მდე ბავშვი გახდება.
 მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ
მცხეთაში, ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით
 კატერინა მატერნოვა ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური
 16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
16 წლის გოგონას, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება.
 იტალიაში „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა
იტალიის ქალაქ ბარიში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „თბილისის ჩაის ფესტივალი“ გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო
 „თავისუფალი საქართველო“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ჭუბერში გამართულ აქციას შეუერთდა
„თავისუფალი საქართველო“ დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
 მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების
ხვალ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა
აღდგომიდან მესამე კვირას, ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.