არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიმუშავეს
18:37 16-04-2018
შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიმუშავეს შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიმუშავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, სასტუმროში „რუმს თბილისი“ ხვალ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი (UK Good Governance Fund/GGF) სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებთან და ბრიტანეთის სურსათის შესაფუთი მასალების ასოციაციის (Foodservice Packaging Association) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროექტის პირველი ფაზის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ბრიტანეთის საელჩოში პირველი პოლიტიკური მდივანი და „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელი სუზან სტერნი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და სამრეწველო-სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, შესაფუთი მასალების მწარმოებლები.

ღონისძიება შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშემწყობი პროექტის - “მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით (DFCTA Support for SMEs)”, ფარგლებში გაიმართება. პროექტის განხორციელების პირველი ფაზის შედეგად, სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიებისთვის შემუშავდა გზამკვლევი და ევროსტანდარტების შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტაცია შეიქმნა. აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ დროისთვის პროექტში 10-მდე შემფუთველი კომპანიაა ჩართული.

სავაჭრო სამრეწველო პალატასთან აქტიური თანამშრომლობით GGF-ის პროექტს საქართველოში გლობალური საკონსულტაციო კომპანია ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC საქართველო) ახორციელებს.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მალხაზ მაჩალიკაშვილი - მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ
მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია
 სამების საკათედრო ტაძარში ხვალ ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს- პატრიარქის ნათლული კიდე 1000-მდე ბავშვი გახდება.
 მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ
მცხეთაში, ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით
 კატერინა მატერნოვა ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური
 16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
16 წლის გოგონას, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება.
 იტალიაში „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა
იტალიის ქალაქ ბარიში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „თბილისის ჩაის ფესტივალი“ გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო
 „თავისუფალი საქართველო“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ჭუბერში გამართულ აქციას შეუერთდა
„თავისუფალი საქართველო“ დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
 მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების
ხვალ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა
აღდგომიდან მესამე კვირას, ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.