არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
მიხეილ გიორგაძე ხვალ 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას - „ბათუმი 2018“ ოფიციალურად წარადგენს
19:01 16-04-2018
მიხეილ გიორგაძე ხვალ 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას - „ბათუმი 2018“ ოფიციალურად წარადგენს სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრეს-ჰოლში ხვალ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას – „ბათუმი 2018“ ოფიციალურად წარადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების საპატიო სტუმარი იქნება ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექსჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი.

სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებოდ პრეზენტაციისთვის თბილისს ეწვევა ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი. ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელოვანი მოჭადრაკეები, ვეტერანი ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, კულტურის სფეროსა და ბიზნესსექტორში წარმატებული ადამიანები დაესწრებიან. დასახელდებიან 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ქართველი კეთილი ნების ელჩები.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საიმიჯო რგოლი. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სურვილისამებრ, სტუმრებს საშუალება მიეცემათ, ითამაშონ ჭადრაკი და საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ფოტოებიც დაათვალიერონ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა. ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი - 58.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მალხაზ მაჩალიკაშვილი - მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ
მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია
 სამების საკათედრო ტაძარში ხვალ ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს- პატრიარქის ნათლული კიდე 1000-მდე ბავშვი გახდება.
 მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ
მცხეთაში, ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით
 კატერინა მატერნოვა ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური
 16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
16 წლის გოგონას, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება.
 იტალიაში „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა
იტალიის ქალაქ ბარიში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „თბილისის ჩაის ფესტივალი“ გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო
 „თავისუფალი საქართველო“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ჭუბერში გამართულ აქციას შეუერთდა
„თავისუფალი საქართველო“ დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
 მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების
ხვალ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა
აღდგომიდან მესამე კვირას, ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.