არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს
20:43 16-04-2018
ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძესა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას შეეხო, სადაც დეტალურად მიმოიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე, ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა ძალაში შესვლაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაართულებს.

„ძველი თბილისის რეაბილიტაცია არ ეხება მხოლოდ ისტორიული შენობების აღდგენას, ეს საკითხი, პირველ რიგში, იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს და მათი უფლებების რეალიზებისკენ იყოს მიმართული. ჩვენთვის ძველი თბილისი არ არის მხოლოდ შენობა, ის არის ადამიანებს შორის ურთიერთობა, ტრადიციები, რაც შეუფასებელია. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რის ფარგლებშიც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად მივიღოთ. სწორედ ამიტომ, პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერებისა და რისკების გაანალიზების საფუძველზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დადებითად შეაფასა აღნიშნული შეხვედრა და საკითხის დეტალური განხილვის საჭიროებაზე ისაუბრა. „მისასალმებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა, რადგან მოხდეს, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა, ამავდროულად, გაუმჯობესდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მექანიზმები“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის 1769 ძეგლია. მათ შორის, 1759 ძველი თბილისის ისტორიულ საზღვრებშია მოქცეული. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი, ძირითადად, 2007 წელს განიხილებოდა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ გარკვეულ ნაწილს კულტურულ ძეგლთან საერთო არაფერი აქვს. დღეს არსებული ძეგლებიდან დაახლოებით 1200-მდე საჭიროებს სხვადასხვა სახის რეაბილიტაციას, ამისთვის კი საჭიროა რეგულარული სამუშაო ჯგუფების არსებობა და თბილისის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობა,“ – განაცხადა ხარატიშვილმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავს სამუშაო ჯგუფებში აქტიური ჩართულობა, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება,“ – განაცხადა ანთიძემ.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა, ასევე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეფექტური საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად სამუშაო რეჟიმის გაგრძელების შესახებ მზაობა გამოთქვეს.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე ნატო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამის I ეტაპი მიმდინარეობს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე
18 წლის ქართველი წყალქვეშ ყველაზე მეტი რუბიკ-კუბიკის აწყობაში გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება
18 წლის ქართველი კუბერი ვაკო მარჩილაშვილი ხვალ გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეკორდების
განათლების რეფორმის ჯგუფის სამუშაო პროცესში აზიის განვითარების ბანკი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს
განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს,
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში, ხვალ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის
სახანძრო ნორმების დარღვევის გამო 97 შემოწმებული სასტუმროდან 37 ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახანძრო ზედამხედველობის სამსახურმა 97 სასტუმრო შეამოწმა და აქედან სახანძრო
შალვა ხუციშვილი - სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს
სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს, - აღნიშნული განცხადება
გიორგი ქობულია - ჩვენი მიზანია ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ
„საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისში ის 20%-ზე მეტად გაიზარდა. ჩვენი მიზანია, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად,
16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე
გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება
გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი (DMCT) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება. ამის