არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
Nokia-ს სიახლეები: სმარტფონების ახალი ერა
08:30 16-05-2018
Nokia-ს სიახლეები: სმარტფონების ახალი ერა 2018 წელი სმარტფონების ახალი ერის დასაწყისია: ბრენდი, რომელმაც წლების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მოსახლეობის Love Mark-ის წოდება მოიპოვა, 2017 წელს დაანონსებულ ახალ მოდელებს — Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ს გვთავაზობს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Nokia-ს სიახლეები კონტაქტებს, ინფორმაციას, ტექნიკას და ინჟინერიას მოუყრის თავს და მათ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევს.

Nokia-ს ორივე ბესთსელერი — Nokia 8 Sirocco და Nokia 7 plus ახლა უკვე ქართულ ბაზარზეცაა ხელმისაწვდომი. Nokia-ს ოფიციალური წარმომადგენლის სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა — მარიამ გამცემლიძემ Nokia 8 Sirocco-სა და Nokia 7 plus-ის მახასიათებლებზე საუბრისას აღნიშნა: „Nokia-ს ახალი, ინოვაციური მოდელები რამდენიმე თვისებითაა უნიკალური, თუმცა ყველაზე საინტერესო ბრენდის ახლანდელი მისიაა — ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში ჩააყენოს და არა პირიქით, იმ ფონზე, როდესაც დროის უდიდეს ნაწილს დღესდღეობით სწორედ ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია გვართმევს“.

Nokia 8 Sirocco და Nokia 7 plus-ი ანდროიდის საუკეთესო სისტემას — Android One-ს იყენებს, რომელიც Google-ის უახლეს ინოვაციებს მიეკუთვნება. Android One-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამარტივებული, იოლად მოსახმარი ინტერფეისით გამოირჩევა: ტელეფონის მენიუში წინასწარ დაინსტალირებულ აპლიკაციების კომპლექტს, მათ შორის — Google Assistant-ს და Google-ის უფასო, მაღალი ხარისხის ულიმიტო ფოტოარქივს აღმოაჩენ.

Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მაღალი ხარისხის, ინოვაციური კამერებია: ორივე მოდელი ექსკლუზიურად შეიქმნა ოპტიკის მოწინავე მწარმოებელ კომპანია ZEISS-თან თანამშრომლობით. 12-მეგაპიქსელიან ძირითად კამერებს ორმაგი ზუმის რეჟიმი აქვთ — გამოსახულების ორჯერ მიახლოებით ფოტოს ხარისხი არ მცირდება.

ასევე, Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის კამერების პარამეტრებში ახალ რეჟიმს — Pro-ს აღმოაჩენ, რაც ნებისმიერი გამოსახულების იოლად, ხელით გაკონტროლებას გულისხმობს: თეთრი ფერის ბალანსი, ფოკუსი, დიაფრაგმის სენსიტიურობა (ISO), ჩამკეტის სისწრაფე თუ ექსპოზიციის კომპენსაცია, ყველაფერი შენს ხელთაა — დააყენე კამერა მარტივად შენთვის სასურველ პარამეტრებზე და ფოტოს ხარისხი საგრძნობლად შეიცვლება. იდეალური სელფის გადაღების საშუალებას იძლევა ტელეფონების 13-მეგაპიქსელიანი წინა კამერები, როგორც დღის, ასევე — ღამის შუქზე.

Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის კიდევ ერთი უნიკალური თვისება დატენვის სისტემაა: ტელეფონის ბატარეა 30 წუთში 50 %-მდე იტენება.


Nokia 8 Sirocco


Nokia 8 Sirocco-სადმი მოთხოვნა გამორჩეულმა დიზაინმა, ინოვაციურმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ, სამგანზომილებიანმა აუდიოსისტემამ და ძლიერმა ოპერატიულმა მეხსიერებამ განაპირობა.

ამ მოდელს პროგრამულად Android 8.0 Oreo™ უზრუნველყოფს. Nokia 8 Sirocco საოცრად მოსახერხებელი ფორმით გამოირჩევა. ტელეფონის ექსტერიერი უჟანგავი ფოლადის ერთიანი ნაჭრისგანაა გამოძერწილი, რომელსაც საათობით ამუშავებენ საოცრად თხელ, კომპაქტურ ყალიბში. დიზაინის სრულყოფისთვის ტელეფონს ყველა მხრიდან 3D Corning® Gorilla® 5 ტექნოლოგიით დამზადებული მინა აკრავს.

საკონცერტო აუდიოსისტემის ხარისხს აღწევს Nokia 8 Sirocco-ს მიკროფონების ხმა: ტელეფონის სივრცითი აუდიოსისტემა 3 ინტეგრირებულ მიკროფონს იყენებს, რომლებიც მაღალ დინამიკურ დიაპაზონს უზრუნველყოფენ, 24-ბიტიანი აუდიოსისტემით და 132-მდე დეციბილით.

Nokia 8 Sirocco დღესდღეობით Nokia-ს კოლექციაში შემავალ ტელეფონებს შორის ყველაზე სწრაფი ანდროიდი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მობილურ პლატფორმა Qualcomm® Snapdragon™ 835-ზე დამზადებულ სმარტფონებს შორის. ანდროიდის მუშაობის სისწრაფეს ძლიერი მეხსიერება განაპირობებს — ოპერატიული 6 GB RAM და შიდა 128 GB. ტელეფონი უკაბელო დამტენით იმუხტება და წყალგაუმტარი IP67 სისტემითაა აღჭურვილი.

Nokia 8 Sirocco-ს Android One-ის პროგრამა საშუალებას გვაძლევს, რეგულარულად მივიღოთ უსაფრთხოების განახლებები, OS სისტემა კი ორი წლის განმავლობაში ახლდება.

Nokia 7 plus

InterPressNews.GeNokia 7 plus-ის გამორჩეული თვისება ინოვაციური გამოსახულება და დიდი ეკრანია, ზომით 6” full-HD+, რომელიც ტელევიზორის ფუნქციასაც იოლად ითავსებს. ეკრანის თანაფარდობაა 18:9, მასზე ხელის ერთი შეხებით ერთდროულად ორი ფანჯრის გახსნა და სხვადასხვა საქმის კეთებაა შესაძლებელი.

ტელეფონის ექსტერიერი კერამიკის ფაქტურით დამუშავებული ალუმინის მყარი ბლოკისგანაა დამზადებული.

Nokia 7 plus-ი მობილურ პლატფორმა Qualcomm® Snapdragon™ 660-ს იყენებს. 4GB ოპერატიული მეხსიერების დამსახურებით საოცრად სწრაფად მუშაობს, შიდა მეხსიერება კი 64 GB-ა.

Nokia 7 plus-ი საკმაოდ ძლიერი ბატარეითაც გამოირჩევა: მისი მოცულობა 3800 ამპერია და ორი დღე ძლებს.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ომბუდსმენი - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, საშიში პრეცედენტია
სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ,
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,
ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის
გორში, ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეოს სააგენტოს შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა გორში,
“ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია
კომპანია “ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია.
HR ბიზნეს სამიტის სპიკერები და თემები ცნობილია
ტექნოპარკში, HRhub-ის ორგანიზებით 31 მაისს HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის HR
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისში, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2003 აბონენტს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“