არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს
11:02 16-05-2018
თბილისის მერია  კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი, თუმცა, პირველ ეტაპზე მხოლოდ 800-ის დაკმაყოფილება მოხდება, მომდევნო წლების განმავლობაში კი პრობლემა სრულად მოგვარდება.

„მინდა შევეხო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დედაქალაქში მცხოვრებ 3000-ზე მეტ ოჯახისთვის დღემდე გადაუჭრელია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა, სახელმწიფომ ვერ შეძლო მშენებლობა და ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს.
20-25 წელზე მეტი გავიდა და ისინი დღემდე ელოდებიან საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღებას. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში თუ როდის მიიღებენ ბინებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვაროთ. სამწუხარო გარემოება გახლავთ ის, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ხსენებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პრივატიზებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინი და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, რომლითაც პირველ ეტაპზე დავაკმაყოფილებთ მინიმუმ 800 ოჯახს, პარალელურად კი, მერია გააგრძელებს მიწის ნაკვეთების შერჩევას.

„აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ამიტომაც შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეინტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით დანარჩენები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტული პრინციპით განხორციელდება, ერთადერთი კრიტერიუმით - ვინც მეტი პირის დაკმაყოფილებას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს და მეტ ფართს გადმოსცემს.

სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური აგენტების მეშვეობით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სოციალური ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და დადგენილი წესით მოხდება მათთვის შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულის დადგენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ და ძალიან მალე შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს,
 „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის
 დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე - ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღიად
 ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის
 თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.
 ხვალ წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას, მამა დავითობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით
 ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს
ქართველმა ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს. ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ
 თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
 კახა კალაძე - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია რამდენიმე დღეში გვეყოლება
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ საერთაშორისო კომპანიის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის
"ბასიანის" დამფუძნებლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად, კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის
კლუბ "ბასიანის" დამფუძნებლების თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად, კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის.