არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
სოფიო ვერძეული - კლუბებში სპეცოპერაციების დროს გამოვლენილი შესაძლო უკანონო დაკავებების ან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები პროკურატურაში გაიგზავნება
13:02 16-05-2018
სოფიო ვერძეული - კლუბებში სპეცოპერაციების დროს გამოვლენილი შესაძლო უკანონო დაკავებების ან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები პროკურატურაში გაიგზავნება 12 მაისის ღამეს, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს გამოვლენილი შესაძლო უკანონო დაკავებების ან უფლებამოსილების გადამეტების ყველა ფაქტი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში გაიგზავნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოფიო ვერძეულმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას EMC გაუგზავნის სახალხო დამცველის აპარატსაც, ასევე ზოგადად სპეცოპერაციებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივ ანალიზს ამზადებს.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ სამართლებრივი ანალიზი გავაკეთოთ, როგორც სპეცრაზმის მხრიდან ჩხრეკის ჩატარების, ასევე შემდგომში, ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მსვლელობა მივცეთ ყველა ფაქტს. მაგალითად, იმ ფაქტებზე სადაც უკანონო დაკავება ან უფლებამოსილების გადამეტება იკვეთება, მივმართავთ პროკურატურას და ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველის აპარატთან, რომელიც იწყებს საქმეების შესწავლას. იმ ფორმატში, რომელიც შსს-ში გაიხსნა, ვერ წავალთ იმაზე შორს, ვიდრე დღეს ვართ. ინსტიტუციურად შსს საქმეს ვერ გამოძიებს და პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მთავარია, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს სამინისტრომ პოლიციის სისტემის მიმართულებით და იმ ხალხის პასუხისმგებლობის მიმართულებით, ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე, სამინისტრო არ აპირებს, ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც, ვიდრე სახალხო დამცველის დასკვნა დაიდება, ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ჩვენ ვაპირებთ შევაგროვოთ ყველა ეს ფაქტი და მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა პროკურატურაში და სახალხო დამცველის აპარატთან“, - განაცხადა ვერძეულმა.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლების მზაობას, როგორც ვერძეული მიიჩნევს, სახელმწიფომ უნდა გამონახოს კომპრომისის აუცილებლობა შექმნილ ვითარებაში.

„ჩვენ კარგად ვხედავთ რა სიტუაციაა. აქციის ორგანიზატორები, აქციის მონაწილეები ელოდებიან ამ შეხვედრების შედეგებს. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველივე სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთება თუ რამდენად არსებობს რესურსი პოზიციების დაახლოების. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიზისული თემა, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკის რეფორმას, იყოს სამუშაო შეხვედრაზე განხილული. არ უნდა გადაიდოს თემები, რომელზეც სახელმწიფო ამბობს, რომ ვერ შევთანხმდებით. ამავე შეხვედრაზე გამოჩნდება თუ რა დათმობებზე აპირებს სახელმწიფო წამოსვლას. ჩვენი მხრიდან მოთხოვნაა, რომ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში ჯანდაცვის მინისტრი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმაში. რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, ასეთია: ეს არის ნარკოპოლიტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ნარკოტიკების სამართლიანი ოდენობების განსაზღვრა“, - განაცხადა ვერძეულმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით მესხიშვილი - ეჭვი მაქვს, რომ მერიის მიერ ტენდერის მოთხოვნები ისე იყო შედგენილი, როგორი ავტობუსებიც უბრალოდ წარმოებაში არ არის და რაღაც სხვა გეგმა აქვთ
ეჭვი მაქვს, რომ მერიის მიერ ტენდერის მოთხოვნები ისეთი კონფიგურაციით იყო შედგენილი, როგორი ავტობუსებიც უბრალოდ წარმოებაში
ჩეხეთის საელჩოში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
ჩეხეთის საელჩოში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებაში 12 ჩეხური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ომბუდსმენი - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, საშიში პრეცედენტია
სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ,
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,
ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის
გორში, ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეოს სააგენტოს შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა გორში,
“ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია
კომპანია “ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია.
HR ბიზნეს სამიტის სპიკერები და თემები ცნობილია
ტექნოპარკში, HRhub-ის ორგანიზებით 31 მაისს HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის HR
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისში, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.