არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
17 მაისს „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება
17:12 16-05-2018
17 მაისს „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების მოედნიდან“ მსვლელობის დაწყებამდე, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ასევე, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება ქაშვეთის ტაძარში, სადაც 10 მეუფე წირავს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 11:30 საათზე, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები, ასევე მრევლი შეიკრიბება და „ვარდების მოედნისკენ“ გაემართება.

12:00 საათზე კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით „ვარდების მოედნიდან“ ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთთან ექვსშვილიან 300–მდე ოჯახს დალოცავენ. შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რომლის დროსაც ჯვარს 50–მდე წყვილს დაწერენ. მათ უწმინდესი დალოცავთ.

საყოველთაო ჯვრისწერა რეგიონებშიც გაიმართება, სადაც ჯვარს 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ აქვთ ჯვარი დაწერილი.

20:00 საათზე, „რუსთაველის თეატში“ ასევე ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უკვე მე–5 წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით აღნიშნავს წმინდა ანდრია მოციქულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში შემობრძანებას. ხატით მსვლელობა იწყება 10 მაისს და 17 მაისს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში მთავრდება.

წელს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩეხეთის საელჩოში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
ჩეხეთის საელჩოში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებაში 12 ჩეხური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ომბუდსმენი - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, საშიში პრეცედენტია
სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ,
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,
ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის
გორში, ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეოს სააგენტოს შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა გორში,
“ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია
კომპანია “ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია.
HR ბიზნეს სამიტის სპიკერები და თემები ცნობილია
ტექნოპარკში, HRhub-ის ორგანიზებით 31 მაისს HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის HR
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისში, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2003 აბონენტს