არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
19:28 16-05-2018
სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი რწმუნებულები ხვალ მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ დაგვიკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის მეშვეობით - 1481.

„ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს უკავშირდება. საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები მჭიდრო კავშირშია ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის მაჩვენებელთან. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ+ ადამიანები წარმოადგენენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობისაგან დაცლილი, თანასწორუფლებიანი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა. 2018 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით - 1481“, - ნათქვამია განცხადებაში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ომბუდსმენი - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, საშიში პრეცედენტია
სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ,
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,
ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის
გორში, ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეოს სააგენტოს შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა გორში,
“ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია
კომპანია “ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია.
HR ბიზნეს სამიტის სპიკერები და თემები ცნობილია
ტექნოპარკში, HRhub-ის ორგანიზებით 31 მაისს HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის HR
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისში, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2003 აბონენტს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“