არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაყიდონ
19:49 16-05-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაყიდონ „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მცირე მეწარმეებს და არა მხოლოდ მათ, აძლევს შესაძლებლობას ელექტრონულ მაღაზიაზე განთავსებული თავიანთი პროდუქტი, გაყიდვის შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურების ღია ელექტრონული პლატფორმის „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტი წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება აწარმოოს ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.

ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადებისა და გზავნილის ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე, შეძლებს მომხმარებელი ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მცირე მეწარმეებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად, მიაწოდონ თავისი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას. ჩვენი სერვისი ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე“, - განაცხადა პროდუქტის პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
„საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურებით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ქართული კომპანია. ეს მომსახურება ინტეგრირებული იქნება პლატფორმა B2C-ზეც, რომელიც ონლაინ მაღაზიის სწრაფად შექმნის და ინტერნეტ-სივრცეში პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ომბუდსმენი - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, საშიში პრეცედენტია
სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ,
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,
ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის
გორში, ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეოს სააგენტოს შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა გორში,
“ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია
კომპანია “ბილაინის“ მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია.
HR ბიზნეს სამიტის სპიკერები და თემები ცნობილია
ტექნოპარკში, HRhub-ის ორგანიზებით 31 მაისს HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის HR
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4438 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისში, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2003 აბონენტს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“