არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
„თანასწორობის მოძრაობა“ - ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია
22:10 16-05-2018
 „თანასწორობის მოძრაობა“ - ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია „თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქციას არ გამართავს.

ეს განცხადება „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტებმა საზოგადოებას მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

„მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოჰყვა. დაწყებული საპროტესტო აქციის ეკალაცია გახლდათ ის, რომ რუსთაველის გამზირი დავიკავეთ არა მხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა, ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელსუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და თავიდან იქნა აცილებული მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, მათი აქტივობები არც დროსა და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა, ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართველოს კანცელარიასთან“, - ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს,
 „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის
 დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე - ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღიად
 ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის
 თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.
 ხვალ წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას, მამა დავითობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით
 ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს
ქართველმა ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს. ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ
 თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
 კახა კალაძე - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია რამდენიმე დღეში გვეყოლება
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ საერთაშორისო კომპანიის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის
"ბასიანის" დამფუძნებლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად, კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის
კლუბ "ბასიანის" დამფუძნებლების თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად, კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის.