არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
კახა კალაძე - 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული ოჯახი და დღეს ჩვენმა თაობამ, ეს საპატიო მისია ღირსეულად უნდა შევასრულოთ
14:16 26-05-2018
კახა კალაძე - 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული ოჯახი და დღეს ჩვენმა თაობამ, ეს საპატიო მისია ღირსეულად უნდა შევასრულოთ 100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული ოჯახი და დღეს ჩვენმა თაობამ, ეს საპატიო მისია, რომელიც გადმოგვეცა ღირსეულად უნდა შევასრულოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
მან მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული ოჯახი და დღეს თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენმა თაობამ ეს საპატიო მისია, რომელიც გადმოგვეცა ღირსეულად უნდა შევასრულოთ. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს ემიგრაციაში და მე ძალიან კარგად მესმის და ვიცი რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის იყოს სამშობლოს გარეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საქართველოში 7 პრეზიდენტის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი დასაფასებელია.
"პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს სტუმრობისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ის გზა და მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, ეს არის გზა ევრიპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია დღეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
№51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
სსიპ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით
GIG-ის ადმინისტრაციული დირექტორი ტყიბულის შახტში მომხდარის შესახებ ექსპერტების დასკვნაზე - ადამიანურ ფაქტორზე საუბარი დიდი მორალური ტვირთია
როგორც დამსაქმებლის წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი მორალური ტვირთია ადამიანურ ფაქტორზე საუბარი, რადგანაც ჩვენ საბოლოო ჯამში დამსაქმებლები
რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის
GWP-მ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურ „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა.
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Startup Grind თბილისიდან აცნობეს,
დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი
ჩემი შვილი შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“, - ამის შესახებ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს
მეუფე ზოსიმე - პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა,
მეუფე პეტრე - სინოდის სხდომაზე პატრიარქისგან მივიღეთ განმარტება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით
მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო - მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,
მეუფე პეტრე - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა
ზაზა გაბუნიამ მთის კანონის შეღავათებით მოსარგებლე ოჯახები მოინახულა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარ