არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
თბილისის საკრებულოს წევრებმა ელექტროავტობუსით იმგზავრეს
15:58 29-05-2018
თბილისის საკრებულოს წევრებმა ელექტროავტობუსით იმგზავრეს კომპანიამ „ფრეგობასი“თბილისის საკრებულოს წევრებს პირველი ელექტროავტობუსი წარუდგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ორგანიზებით, საკრებულოს წევრებმა ავტობუსით სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე იმგზავრეს, კერძოდ, საკრებულო - გმირთა მოედანი - ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებაზე.

კომისიის თავმჯდომარის, თედო ისაკაძის განცხადებით, ელექტროავტობუსი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაა და ამიტომ მისი გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია.

სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის, შალვა ოგბაიძის თქმით, დღევანდელი ტესტირების შედეგი პოზიტიურია, რაც მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ელექტროავტობუსებით ჩანაცვლებისთვის მნიშვნელოვანია.

„ელექტროავტობუსს საკმაოდ კარგი მახასიათებლები აქვს. კომფორტული და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა. კარგია, რომ ტესტირება და გამოცდა ჩვენს დედაქალაქში დაიწყო. მისასალმებელია ასევე, რომ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა საქართველოში ელექტრო ავტობუსების ამწყობი საწარმოს გახსნაზე,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასეთი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით განახლდება.

კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა, მურმან პატარაიამ დეპუტატებს ელექტროავტობუსის ფუნქციების და მისი ხარისხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ავტობუსი, რომელიც 100%-ით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, ერთი დამუხტვით 250 კმ-ს გადის. თბილისში ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებაზე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საწარმოში პროფესიულ გადამზადებას გაივლის და დასაქმდება 300- ზე მეტი ადგილობრივი, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა იქნება 40 მლნ ლარი. კომპანია „ფრეგობასის“ პარტნიორები არიან გერმანული კომპანია EURABUS და ჩინური კორპორაცია ZTE Corporation“, -ნათქვამია თბილისის საკრებულოს ინფორმაციაში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა
„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს,
№51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
სსიპ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით
GIG-ის ადმინისტრაციული დირექტორი ტყიბულის შახტში მომხდარის შესახებ ექსპერტების დასკვნაზე - ადამიანურ ფაქტორზე საუბარი დიდი მორალური ტვირთია
როგორც დამსაქმებლის წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი მორალური ტვირთია ადამიანურ ფაქტორზე საუბარი, რადგანაც ჩვენ საბოლოო ჯამში დამსაქმებლები
რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის
GWP-მ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურ „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა.
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Startup Grind თბილისიდან აცნობეს,
დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი
ჩემი შვილი შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“, - ამის შესახებ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს
მეუფე ზოსიმე - პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა,
მეუფე პეტრე - სინოდის სხდომაზე პატრიარქისგან მივიღეთ განმარტება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით
მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო - მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,
მეუფე პეტრე - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა