არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” განახლებული ქარხანა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა
08:30 13-06-2018
ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” განახლებული ქარხანა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი (ტოჩინოშინი) ლევან გორგაძე, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან ცაგურია (კოკაი) იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად “დუგლაძეების ღვინის“ განახლებულ ქარხანაში იმყოფებოდნენ.

ღვინის ტურის ფარგლებში, ტოჩინოშინის სახელობის კასრში 3 წლით დასავარგებლად განთავსედა უმაღლესი ხარსისხის ღვინო „საფერავი“. იაპონელი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოზე, როგორც ტოჩინოშინის და კოკაის სამშობლოზე, ფილმს იღებენ, ტოჩინოშინთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაეცნენ წარმოების პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ქართულ- იაპონური ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაშიც ღვინოს განსაკუთრებული როლი ეკისრება.

“დუგლაძეების ღვინის კომპანიის “მიერ ჩამოისხმება ღვინის ახალი პრემიალური ხაზი“ KOK KAI WINES“, რომელიც იაპონიაში ექსკლუზიურ საცალო ქსელებში და რესტორნებში სექტემბრიდან გამოჩნდება.

მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აინტერესებთ ღვინო, როგორც საქართველოს ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი.
იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე აკეთებენ, რამდენადაც "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი"

InterPressNews.Geიუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა.

“ჩვენთვის ეს ვიზიტი და სტრატეგიული ურთიერთობისკენ წინგადაგმული ნაბიჯი, არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო, არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქვეყნის წინაშე. დუგლაძეების ღვინის კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რამდენიმე წელია იაპონიის ბაზარზე განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, თუმცა ახალი პროდუქცია “KOK KAI WINES” კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-იაპონურ კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს.“ განაცხადა კომპანის მფლობელმა და მმართველმა დირექტორმა ზაალ დუგლაძემ.

“ყოველი ვიზიტი იაპონიაში, კიდევ უფრო მეტად მიღრმავებს იმ რწმენას, თუ რამდენი შესაძლებლობა არსებობს ქართულ-იაპონური ურთიერთობების დასაახლოებლად. ჩემი აქტიური სპორტული კარიერის დროს, და ახლაც, განსაკუთრებულ პატივისცემას ვგრნობ როგორც იაპონელი ხალხისგან, ისე საელჩოსა თუ დიპლომატიური კორპუსისგან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი მაღალი ხარისხის ღვინო ჩემი სახელის ქვეშ გაიყიდება“, - განაცხადა კოკაიმ (ლევან ცაგურიამ), სუმოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

(R)

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კომპანია "სვეტს" მერიის არქიტექტურის სამსახურმა, შესაძლოა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცეს
სამშენებლო კომპანია "სვეტს" მერიის არქიტექტურის სამსახურმა, შესაძლოა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცეს.
„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა
„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს,
№51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
სსიპ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით
GIG-ის ადმინისტრაციული დირექტორი ტყიბულის შახტში მომხდარის შესახებ ექსპერტების დასკვნაზე - ადამიანურ ფაქტორზე საუბარი დიდი მორალური ტვირთია
როგორც დამსაქმებლის წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი მორალური ტვირთია ადამიანურ ფაქტორზე საუბარი, რადგანაც ჩვენ საბოლოო ჯამში დამსაქმებლები
რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის
GWP-მ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურ „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა.
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Startup Grind თბილისიდან აცნობეს,
დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი
ჩემი შვილი შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“, - ამის შესახებ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს
მეუფე ზოსიმე - პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა,
მეუფე პეტრე - სინოდის სხდომაზე პატრიარქისგან მივიღეთ განმარტება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით
მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო - მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,