არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
იარე უფასოდ "ტერაბანკის" ველოსიპედით - "ტერაბანკი" საზაფხულო კამპანია "ტერა ბაიკს" იწყებს
08:25 13-06-2018
იარე უფასოდ "ტერაბანკის" ველოსიპედით - "ტერაბანკი" საზაფხულო კამპანია "ტერა ბაიკს" იწყებს 12 ივნისიდან "ტერაბანკის" საზაფხულო კამპანია "ტერა ბაიკი" იწყება. კამპანია მიზნად ველოსიპედით სიარულისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს. მის ფარგლებში კი, ბანკის არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს "ტერაბანკის" ველოსიპედებით სარგებლობა თბილისში სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს შეეძლებათ.

ზაფხულის განმავლობაში, "ტერაბანკის" 5 ფილიალთან (ავლაბარში — ქეთევან დედოფლის გამზირი N3, ვაკის პარკის მიმდებარედ — ილია ჭავჭავაძის გამზირი N43, პეკინის გამზირი N24ა, დავით აღამაშენებლის გამზირი N148 და აკაკი წერეთლის გამზირი N60) სპეციალური ველოსადგომები მოეწყობა. სადგომიდან ველოსიპედის გასაყვანად მსურველებს მხოლოდ "ტერა ბაიკის" ბარათი დასჭირდებათ. ბარათის აღებას ისინი ველოსადგომებთან არსებულ ფილიალებში უფასოდ შეძლებენ.

ამას გარდა, კამპანიის ფარგლებში, "ტერაბანკი" "ტერა ბაიკით" სარგებლობის მსურველებს მოსახერხებელ, მოკლე და უსაფრთხო მარშრუტებსაც შესთავაზებს. პროფესიონალი ბაიკერების დახმარებით, უკვე მომზადდა სპეციალური გზამკვლევები, რომლებიც ველოსიპედის მოყვარულებს თბილისის მასშტაბით კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება და აჩვენებს, რომ ეფექტური მარშრუტის შემთხვევაში, ველოსიპედით სიარული თბილისშიც მარტივია.

„ტერა ბაიკი" ჩვენი საზაფხულო საჩუქარია. ამ კამპანიით ყველა იმ ადამიანის თანამოაზრე ვხდებით, ვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი და ველოსიპედი ხიბლავს. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ "ტერა ბაიკი" ზოგადად ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება. ხშირად ამბობენ, რომ თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის, თუმცა თუ მოვინდომებთ და კამპანიის ფარგლებში შექმნილი სპეციალური გზამკვლევებითაც ვისარგებლებთ, ყველაზე ჯანსაღი ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენთანაც იქნება შესაძლებელი. ველოსიპედების ქალაქი კი თბილისიც გახდება. იმედი გვაქვს, ტერაბანკის წამოწყებას ბევრი ადამიანი შემოუერთდება“, — აღნიშნავს ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სალომე ქოქოსაძე.

კამპანიაში ჩართულ მომხმარებლებს ველოსიპედით ერთჯერადად სარგებლობა 6 საათის განმავლობაში შეეძლებათ. დროის ამოწურვამდე ნახევარი საათით ადრე მათ სპეციალური გამაფრთხილებელი შეტყობინებაც მიუვათ. თუმცა, ველოსიპედის გაყვანის რაოდენობა შეზღუდული არ არის: სადგომზე დაბრუნების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ტერა ბაიკის ბარათის დახმარებით, მომხმარებელი ველოსიპედით სარგებლობას კვლავაც შეძლებს.

საზაფხულო კამპანია "ტერა ბაიკი" თბილისის მასშტაბით 15 აგვისტოს დასრულდება.

(R)
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის პერიოდი, როდესაც ყოფილი „ლეოგრანდი“ დაკეტილი იქნება, პერსონალი სახელფასო ანაზღაურებას აიღებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს შედგა სამმხრივი შეხვედრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს, აჭარის მთავრობასა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყოფილი “ლეოგრანდის” ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.
გიორგი ცხადაძე – შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება
საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს. 2018-2019
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს მარიამობას ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს მარიამობას ულოცავს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს 16 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“
მაია ბითაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ელიავას ბაზრობა იმ ადგილას, სადაც დღესაა განთავსებული
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული, დარჩება თუ არა ელიავას
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“