არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
ქუვეითის ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
19:11 13-06-2018
ქუვეითის ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქუვეითის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Jazeera Airways-მა ელ-ქუვეითიდან პირველი რეისი შეასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს: ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი: 14:50 საათი -18:20 საათი; თბილისი-ელ-ქუვეითი - თბილისი: 19:10 საათი - 20:45 საათი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა.

საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.
ავიაკომპანია Jazeera Airways-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით ასრულებს.
ავიაკომპანიით Jazeera Aiways ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ გადაიტანონ 30 კგ, ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს კი - 50 კგ ბარგი.

ავიაკომპანია Jazeera Airways-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ხვალ, 14 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გამოვა. ღონისძიებას დაესწრებიან ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში Jazeera Airways-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერი“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა
„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს,
№51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
სსიპ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №51 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით
GIG-ის ადმინისტრაციული დირექტორი ტყიბულის შახტში მომხდარის შესახებ ექსპერტების დასკვნაზე - ადამიანურ ფაქტორზე საუბარი დიდი მორალური ტვირთია
როგორც დამსაქმებლის წარმომადგენლისთვის, ძალიან დიდი მორალური ტვირთია ადამიანურ ფაქტორზე საუბარი, რადგანაც ჩვენ საბოლოო ჯამში დამსაქმებლები
რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის
GWP-მ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურ „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა.
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა
Startup Grind-ის ორგანიზებით თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Startup Grind თბილისიდან აცნობეს,
დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი
ჩემი შვილი შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“, - ამის შესახებ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს
მეუფე ზოსიმე - პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა,
მეუფე პეტრე - სინოდის სხდომაზე პატრიარქისგან მივიღეთ განმარტება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით
მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო - მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,
მეუფე პეტრე - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა