არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
გერმანიის ქალაქი ბიბერახი თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განაგრძობს
22:15 13-06-2018
გერმანიის ქალაქი ბიბერახი თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განაგრძობს გერმანიის ქალაქი ბიბერახი ქალაქ თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გელა სამხარაულმა განაცხადა, რომელიც ქალაქ ბიბერახიდან მოწვეულ სტუმრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გერმანელი სტუმრები საქართველოს პარლამენტში ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო მოწვევით იმყოფებოდნენ.

გელა სამხარაულმა სტუმრებს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები გაცნო.

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სოციალური საკითხების მიმართულებით. თელავში არსებობს სკოლა, რომელსაც შეფობას ბიბერახის მეგობრული ჯგუფი უწევს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქართველი ფერმერების ხელშესაწყობად რამდენიმე ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. ეს პროექტები, ძირითადად, მესაქონლეობას ეხება. ვმუშაობთ ჯიშების გაუმჯობესებაზე, ასევე, ნიადაგების ლაბორატორიულ კვლევაზე“ , - განაცხადა გელა სამხარაულმა.

პარლამენტის პრესსამსახურის განმარტებით, მიმდინარე წელს ქალაქები, ბიბერახი და თელავი მეგობრობის 30 წლიან იუბილეს აღნიშნავენ. პარტნიორობის 30 წლიანი იუბილის აღსანიშნავად, ბიბერახში თელავის დღეები მოეწყო და საქართველოს კვირეული ჩატარდა.

გერმანელმა სტუმრებმა თბილისის და კახეთისა შემდეგ, იმერეთი მოინახულეს. დაათვალიერეს პარლამენტის ქუთაისი სასახლე და პლენარულ სხდომასაც დაესწრნენ.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 თსუ-ში ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნება
25 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული
 გიორგი ჩერქეზიშვილი - “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 400-მდე პროექტია დაფინანსებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, პროგრამით “აწარმოე საქართველოში” დაახლოებით 400-მდე პროექტია
 გიორგი ჩერქეზიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ამოქმედდა კიდევ ერთი საწარმო, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, შპს “ანთ ჯგუფის“
 სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის
 ხვალ, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება
ხვალ, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
 ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან
  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს
კათოლიკური ეკლესია დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც ძველი აღთქმის
 კახა კალაძემ გარბენში „თბილისი“ მიიღო მონაწილეობა
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართა გარბენი “თბილისი“, რომელშიც თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
 ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა. ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო
 მეუფე შიო - რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს
რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, - ამის შესახებ სრულიად